FM97.5 / LIVE

ასპინძაში მუშების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა

მთავარიეკონომიკა 23.04.2013
ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა და მუშაობა გააგრძელა, ნაწილი კი ამ დრომდე გაფიცულია

ასპინძაში მუშების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა

დაახლოებით სამი კვირაა რაც ასპინძაში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების ნაწილი გაფიცულია. პროტესტის მიზეზი ოთხი თვის სახელფასო დავალიანება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მუშებს ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ, ნაწილმა მუშაობა კვლავ განაგრძო. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ხელფასის მიცემას კვირის ბოლომდე დაჰპირდა.

- ”შეგვპირდნენ გადაგიხდითო და მუშაობა გავაგრძელეთ. 8 ადამიანი გამოვედით სამუშაოდ და დაახლოებით 15 ისევ გაფიცულია”, - ამბობს რეზო ადეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დაბა ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რისთვისაც 1,800,000 ლარია გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია ”აზერი” ახორციელებს.

კომპანიას სახელფასო დავალანება დაახლოებით 60 000 ლარი აქვს. სახელფასო დავალიანების გაცემა გასულ კვირაში იგეგმებოდა, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. დაგვიანების მიზეზად ”აზერის” ხელმძღვანელობამ დოკუმენტების მოუწესრიგებლობა დაასახელა.

”აზერის” სამუშაოთა მწარმოებელი მურმან შეყელაშვილი განმარტავს, რომ კონტრაქტორმა ფირმამ შესრულებულ სამუშაოებზე ხელი უკვე მოაწერა და ხელფასები კვირის ბოლომდე გაიცემა.

- ” პარასკევამდე ყველა მიიღებს კუთვნილ ხელფასს და ის მუშებიც დაბრუნდებიან, ვინც ამ დრომდე პროტესტის ნიშნად არ მუშაობდა”, - გვითხრა სატელეფონო საუბარში მურმან შეყელაშვილმა.

სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. 70 პროცენტი სამუშაოების უკვე დასრულებულია პროექტის დასრულების შემდეგ ასპინძას სასმელი წყალი 15 კილომეტრის მოშორებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოდან უნდა მოეწოდოს. პროექტის თანახმად, 300 მ3 ტევადობის რეზერვუარი შენდება, ეწყობა სათავე ნაგებობა და 15 კმ სიგრძის მილსადენი.

დაბა ასპინძის გარდა, სასმელი წყლით სოფელ ხანდოდან მომარაგდება სოფლები: ნიჯგორი და აწყვიტაც. პროექტის ფარგლებში, აღნიშნილ სოფლებს, წუალი 160 მმ-დიამეტრიანი პოლიეთილენის მილების საშუალებით მიეწოდება.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში მუშები გაიფიცნენ
ასპინძაში გაფიცულ მუშებს მხოლოდ ერთი თვის ხელფასი აუნაზღაურეს
ასპინძელებს ჰპირდებიან, რომ ზაფხულში უწყლობა აღარ შეაწუხებთ
ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაგვიანებულ ხელფასებს ითხოვენ
ასპინძაში სუფთა სასმელ წყალს ისევ ელოდებიან
ასპინძაში უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა ტექნიკა ‘მძევლად დაიტოვეს’
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა