FM97.5 / LIVE

ვაჩიანის საბავშვო ბაღს გაფართოება სჭირდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 23.04.2013
სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მისაღებად ადგილები არ აქვთ

ვაჩიანის საბავშვო ბაღს გაფართოება სჭირდება

ვაჩიანის საბავშვო ბაღი, რომელიც 100 ბავშვზეა გათვლილი, ორი წელია მუშაობს. ბაღში 105 ბავშვი დადის, თუმცა ადგილის უქონლობის გამო ყველა მსურველის განცხადებას ვერ აკმაყოფილებენ.

ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღებზე დიდი მოთხოვნაა, და ბავშვის ბაღში მიყვანის მსურველი მშობელიც ბევრია. თუმცა, ყველგან არიან მშობლები, ვისაც ბაღმა უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ გადავსებულია და ახალი აღსაზრდელებისთვის ადგილები არ აქვთ. ასეთი სიტუაციაა სოფელ ვაჩიანშიც.

საბავშვო ბაღი სოფელ ვაჩიანში 2011 წლის ნოემბერში გაიხსნა. ლიოვა მანუკიანმა, რომელიც ვაჩიანში გაიზარდა და ახლა რუსეთში ცხოვრობს, სოფელს საბავშვო ბაღისთვის საკუთარი სახლი დაუთმო.

ვაჩიანელების თქმით, საბავშვო ბაღი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ, პატარები რამდენიმე საათით სახლს სწყდებიან და მეორეს მხრივ, მშობლებს ხშირად არ აქვთ ბავშვების მეცადინეობის, მათთვის განათლების მიცემის დრო.

მშობლები, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდა, უარის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მათ უბრალოდ გამოსავალი არ აქვთ.

- „ახლა უკვე სკამებიც აღარაა საკმარისი. 10 ცალი არ გვყოფნის, თავიდან 96 ბავშვი გვყავდა, ახლა 105 პატარა დადის ჩვენთან. ბევრი მშობელი მოგვმართავს, მაგრამ ადგილები აღარ გვაქვს“, – ამბობს საბავშვო ბაღის დირექტორი ანნა მარგარიანი.

ახლახანს ძველ შენობას რამდენიმე ოთახი მიაშენეს, მაგრამ ეს ახალი ჯგუფის გახსნისთვის საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. ბაღს დაემატა მხოლოდ სამი პატარა ოთახი, რომელთაგანაც ერთი ბავშვების საძინებელია, მეორის ხარჯზე ღონისძიებების დარბაზი გაფართოვდა, ხოლო მესამე, პატარა ოთახი დირექტორის კაბინეტისთვის გამოიყო.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ წნისში ბაღი ჯერ არ, მაგრამ ბაღისთვის სათამაშოები უკვე აქვთ
ახალქალაქში საბავშვო ბაღებზე დიდი მოთხოვნაა
საძელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს