FM97.5 / LIVE

დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 30.08.2017
ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად ახალი კომპანია შეირჩა. მუშაობა შენობის სრული რეაბილიტაციისთვის მომავალი კვირიდან განახლდება.

დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად ახალი კომპანია „ჯეო ინჯენიერინგი“ შეარჩია. მუშაობას ახლადგამოვლენილი კომპანია მომავალი კვირიდან შეუდგება.

„ამ კომპანიამ სკოლაში სამუშაოები 30 სექტემბერს უნდა დაასრულოს, თუმცა ვეცდებით, რომ უფრო სწრაფად მორჩეს, მაგრამ არა ისე, რომ დროს ხარისხი შეეწიროს. ამ პროცესს ჩვენი თანამშრომლები ადგილზე დააკვირდებიან“, – აცხადებენ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათი თქმით, სკოლაში დასასრულებელი მცირე სამუშაოებია: „რემონტის დიდი ნაწილი გაკეთებულია, დარჩენილია მაგალითად კიბეების უჯრები, ზოგგან კედელია ჩამოსაფხეკი და ა.შ.“

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ხელშკერულება შპს „ინტერ პლიუსთან“, ანუ იმ კომპანიასთან რომელიც პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა 7 ივლისს შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ პირველი სკოლის რემონტი 2016 წლის დასაწყისში დაიწყო და აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.ვადების დარღვევაში დამკვეთი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ შემსრულებელს „ინტერ პლიუსს“ ადანაშაულებს. მშენებელი კი პირიქით, დამკვეთს არასრულყოფილი პროექტის შედგენაში სდებს ბრალს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

პირველ სკოლაში რემონტი შეწყდა
დამკვეთი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას სწავლობს
პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ
პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება