FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ვერტმფრენმა მუშაობა განაახლა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმანში, ხანძრის ქრობის პროცესში, დღეს დილიდან ავიაცია ჩაერთო. მთელი ღამის განმავლობაში კი ცოცხალი ძალა უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.

აბასთუმანში ვერტმფრენმა მუშაობა განაახლა

დღეს, 30 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი აბასთუმნის უბანში ჩაატარა. თათბირზე, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ, ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. გაიჭრა 4 კილომეტრამდე გზა, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მისასვლელად.

ამ დროისთვის, ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო.

ცეცხლის ეფექტურად ქრობის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია საჰაერო ტექნიკაც.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი
აბასთუმანში ცეცხლის ქრობის პროცესი განახლდა
აბასთუმნის ხანძრის ჩაქრობაში თურქეთის ავიაციაც ჩაერთვება
აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
შსს: აბასთუმანში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაკვამლიანებაც აღარაა
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება