სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 29.08.2017
ახალციხეში, ორი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ არავის მოკვლის მიზანი არ ჰქონია.

ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

„ახალციხის ციხეზე“ რესტორან „რაბათის“ ორი თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ვ.ქ–ს აღკვეთის ღონიძიებაზე სასამართლომ ორ საათზე მეტ ხანს იმსჯელა. 21 წლის მამაკაცს ბრალი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, სსკ–ის 19–108–ე მუხლით ედება, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდება მას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის, სსკ–ის 120–ე მუხლითაც ედავება.

პროკურორმა კახა ლეკიშვილმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება ითხოვა.

„ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდა მიცემული შენიშვნა. მას არ გააჩნდა არანაირი საფუძველი იმისა, რომ დანა აეღო რესტორნიდან. თუმცა მან მოკვლის განზრახვით დანა აიღო და გამოიყენა მაშინ, როცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში პროკურორმა.

მისი თქმით, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილი დატოვა, აქედან გამომდინარე, თუ ვ.ქ. თავისუფლებაში დარჩება, მისი მიმალვის საფრთხე დიდია: „შესაძლოა იგი მოსალოდნელ სასჯელს მიემალოს, ბრალი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში ედება, რაც თავისუფლების აღკვეთას 7–დან 15 წლამდე ითვალისწინებს“.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის იარაღიც გადამალა, აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ იგი მტკიცებულებების განადგურებას ეცდება. გარდა ამისა, მთავარი მოწმე ბრალდებულის მეგობარია და მასზე ზემოქმედების მოხდენას ეცდება.
არ დაეთანხმა პროკურორს ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი. მან აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხამდე, ყურადღება საქმის კვალიფიკაციაზე გააკეთა. სამარჯიშვილის მტკიცებით, განზრახ მკვლელობის მცდელობაზე საუბარი აბსურდულია.

„საქმის მასალების მიხედვით, ის, ვინც ვ.ქ–ს და მის მეგობარს შურაცხყოფა მიაყენა და ვისთანაც დაიწყო შელაპარაკება, დაჭრილი არ არის. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ მისი მოკვლის მცდელობას უნდა ჰქონოდა ადგილი“, – აცხადებს სამარჯიშვილი და ამატებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია სასამართლომ განაჩენი ამ კვალიფიკაციით გამოიტანოს.

ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულს არც მტკიცებულება გაუნადგურებია და არც ადგილიდან მიმალულა, პირიქით, რაიონულ სამმართველოში გამოცხადებას აპირებდა.

„საქმის მასალებში ძალიან ბევრი ფოტოა იმის ამსახველი, თუ როგორ აჩვენებს გამოძიებას ბრალდებული რესტორანში როგორ შევიდა, სად დაჯდა, როგორ გამოვიდა, შემთხვევა სად მოხდა და დანა სად მოისროლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დანა ჯიბეში ხომ არ ექნებოდა?! ვ.ქ–მ დეტალურად აღწერა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პირად საკითხებს ეხებოდა“ – ამბობს სამარჯიშვილი.

რაც შეეხება მიმალვას, სამარჯიშვილის თქმით, ბრალდებული მომხდარიდან ორი დღის შემდეგ დააკავეს: „უკეთესი იქნებოდა თუ ნებაყოფლობით გამოცხადების შესახებ ოქმს გააფორმებდნენ, რადგან ამ შემთხვევის შემდეგ ისევ ახალციხეში დაბრუნდა, მიმალვა რომ სდომებოდა, ქალაქში აღარ გამოჩნდებოდა“.

ადვოკატის განცხადებით, იმ პირებს, ვისთანაც ჩხუბი და შელაპარაკება მოხდა, ბრალდებულთან პრეტენზია არ აქვთ: „ეს განცხადებები ნოტარიულად დამოწმებული გვაქვს. ნოტარიულად დამოწმებული მხოლოდ იმ დაზარალებულის განცხადება არ გვაქვს, რომელიც საავადმყოფოშია“.

ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება ითხოვა: „გირაოს ოდენობა სასამართლომ თავად განსაზღვროს“.

ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდოდა, ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს: „ვეთანხმები რაც ადვოკატმა თქვა. არავის მოკვლა არ მინდოდა“.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. მან აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საფუძველი ასე განმარტა: „ბრალდებულმა ეს ქმედება უბრალო მიზეზის გამო ჩაიდინა, თან დანა გამოიტანა რესტორნიდან, რაც კიდევ ცალკე დანაშაულია – ცივი იარაღის ტარება. შემდეგ კი მოისროლა ეს დანა, ანუ მტკიცებულება, რაც ხელთ ჰქონდა, გაანადგურა. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ დანაზე სისხლის დანახვის შემდეგ ამ ადამიანების დაჭრის შესახებ იცოდა“.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 25 აგვისტოს „ახალციხის ცეხეზე“ რესტორან „რაბათთან“ მოხდა. 21 წლის ვ.ქ–მ საქმის მასალების მიხედვით მიმტანი და ბარმენი დაჭრა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2017 სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

11.12.2017 სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს

11.12.2017 შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

10.12.2017 ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აქციები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
სოფელ აწყურში ახალგზარდა მამაკაცი დანით დაჭრეს
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს
ახალციხეში ორი ახალგაზრდა დაჭრეს
პროკურორი: ვვარაუდობთ, რომ დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა
ყაჩაღობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს