FM97.5 / LIVE

სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს

მთავარიეკონომიკა 20.04.2013
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში მცოცავი მიწის გამო სახლები ინგრევა. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ასამდე ოჯახი დახმარებას ითხოვს.

სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს
დაბზარული კედლები და შუაზე გადახსნილი ოთახები, - სოფელ ნაქალაქევში, მეწყერის გამო, თითქმის ყველა სახლი ავარიულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბზარები კედლებს დღითიდღე ემატება. საცხოვრებელი სახლის გარეშე კი უკვე 12 ოჯახია დარჩენილი.

”1983 წლიდან ასეთ დღეში ვართ, სახლი ქვემოთ მიდის, ბეტონიც ჩავასხით, მაგრამ ვერ შევაჩერეთ. კედლებიდან ქვები ცვივა, ყოველ წელს ვლესავთ დაბზარულ კედლებს, მაგრამ შედეგი არ აქვს. ამბობენ, მიწისქვეშ ცხელი წყალი გადისო. ვის არ მივმართეთ, თბილისამდე ჩავედით, მაგრამ არავინ ჩვენი პატრონი არ არის. ერთადერთი დახმარება ის იყო, რომ წლების წინ ყველაზე დაზიანებულ სახლის მეპატრონეებს თავშესაფრად რკინის ვაგონები დაგვირიგეს”, - ამბობს მელანო კაველიძე.

სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოსკაველიძეების მეზობლად მცხოვრები ნოდარ ბერიძე ოჯახთან ერთად წლებია სახლის გვერდით, სათავსოში ცხოვრობს. მათი კუთვნილი ორსართულიანი სახლის ნაწილი ჩამონგრეულია და საცხოვრებლად საშიშია.

”სპიტაკი რომ დაინგრა, მას შემდეგ შევამჩნიეთ ბზარები. მიწა მცოცავი გამოდგა და ამიტომ ინგრევა. საცხოვრებელის გარეშე ვართ დარჩენილები. ჩემი შვილი ცოლ-შვილთან ერთად ქალაქში ქირით წავიდა საცხოვრებლად, ჩვენ, მოხუცები კი აქ დავრჩით. პენსიონერებმა რით უნდა ვირჩინოთ თავი?! კომუნისტები რაც წავიდნენ, მას შემდეგ არავინ დაგვხმარებია. მარტო წინასაარჩევნოდ ვახსენდებით მთავრობას, დაგვპირდებიან და მერე აღარ ვახსოვართ. მერამდენედ ავირჩიეთ დეპუტატი ტაშისკვრით, მაგრამ რადგან ჩვენი მხრიდან არ არიან მთავრობაში, ყურადღებას არავინ გვაქცევს. ამ მთავრობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გავახსენდეთ ვინმეს?!” - ამბობს 74 წლის ნოდარ ბერიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 90-იან წლებში გეოლოგებმა გამოიკვლიეს ტერიტორია და მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ სოფელში ცხოვრება საშიში იყო. ნებისმიერ წამს შეიძლება რომ მეწყერმა სოფელი ქვეშ მოიყოლოს.სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს

”სოფელი წყალზე დგას. გეოლოგები შარშანაც იყვნენ, ჩვენ ეზოში დაბურღეს და 50 მეტრის ქვემოთ წყალია. რამდენიმე ”ცისტერნა” წყალი ჩაცალეს და სად მიდის ვერ გაიგეს, თვითონაც გაკვირვებულები დარჩნენ. ძალიან ცუდ დღეში ვართ, ყოველდღიურად ინგრევა სოფელი. ღამე როცა სიჩუმეა, სახლის ტკაცუნი, მიწიდან კი გუგუნის ხმა ისმის”, - ამბობს 66 წლის ღუღუნი ბერიძე.

სოფელ ნაქალაქევში ასამდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკმარისი მიწის ნაკვეთები არ აქვთ და თავს მესაქონლეობით ირჩენენ.

”სოფელში ყველა უმუშევარია, რით უნდა გამოვკვებოთ ოჯახი, არ ვიცით. ყველაფერთან ერთად, სახლები თავზე გვენგრევა და ჩვენი პატრონი არავინ არის”,- ამბობს მალხაზ კაველიძე.

კახა მაისურაძე ოჯახთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავარიულ სახლში 20 წელია ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ხელისუფლებისგან დახმარების იმედი არ აქვს. სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს

”სოფელში ცხოვრება აღარ შეიძლება, ყოველდღე ინგრევა. ყოველ წელს მოდიან, სურათებს გადაიღებენ და წავლენ. აზრი არ აქვს რამის მოთხოვნას, როცა ვითხოვდით, რით დაგვეხმარნენ?! 20 წელია ამ დანგრეულ სახლში ვცხოვრობ და არავის გავხსენებივართ. ახალი ხელისუფლება ჯერ არ მოსულა, ალბათ ეგენიც წინასაარჩევნოდ მოვლენ”, - ამბობს იგი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ნაქალაქევის მოსახლეობისთვის დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას თანხა არ აქვს. აქვე გვარწმუნებენ, რომ ცდილობენ მოსახლოების პირობები გააუმჯობესონ და ეხმარებიან მათ, ვისაც სახურავის შეცვლა, ან ბზარების ამოსავსებად ცემენტი სჭირდება.

”რომელ სახლშიც ვიყავი, აზრი არ აქვს დახმარებას, სულ უნდა დაშალო და სხვა ადგილზე გადაიტანო. მეწყერულ ზონაში მცხოვრებ მოსახლობას რომ დავეხმაროთ, უფლება არ გვაქვს, რადგან წყალში გადაყრილი ფული იქნება”, - გვეუბნება ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი მიხეილ მაისურაძე.

მისივე თქმით, გეოლოგიური კვლევა განმეორებით 2010 წელს ჩატარდა და გაირკვა, რომ პროცესი შეჩერებული არ არის. მაგრამ, მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება არ უნდა. წლების წინ დარიგებული ვაგონები კი, რომელშიც უნდა ეცხოვრათ, გაყიდეს და ამით პირობები უფრო გაიუარესეს.

სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოსიმას, რომ მოსახლეობას სოფლის დატოვება არ სურს, სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თამაზ მაღრაძეც ადასტურებს. იგი ამბობს, რომ წლების წინ სოფლის მოსახლეობის გადასახლება წალკაში იგეგმებოდა, თუმცა მოსახლეობამ სოფლიდან წასვლაზე უარი თქვა და კომპენსაცია მოითხოვა.

”დაახლოებით 2007 წელს, ადგილობრივი ხელისუფლებისგან გაიგზავნა მიმართვა თბილისში. მოგვივიდა პასუხი, რომ წალკაში უნდა გადაგვესახლებინა, მაგრამ მოსახლეობამ უარი თქვა. ამის შემდეგ არაფერი ვიცი”, - ამბობს რწმუნებული და ამატებს, რომ აპრილის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დახმარების თხოვნით წერილის გაგზავნას გეგმავსსოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს

ადგილობრივებს კი დახმარების იმედი აღარ აქვთ.

”გასახლებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რეალურად არავის არაფერი შემოუთავაზებია”, - ამბობს კახა მაღრაძე.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

31.05.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურში მეწყერის გამო ათზე მეტ ოჯახს სახლი ენგრევა
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი
‘ავარიული ხიდის გამო კედლები  დაიბზარა’ – აწყურში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
ცხოვრება ავარიულ სახლში
აწყურში წვიმის და დაღამების ეშინიათ
ხარჯამის სასაფლაოზე მცხოვრები ალავიძეები დახმარებას ითხოვენ
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში