FM97.5 / LIVE

სამი დღეა ზარზმელის ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს

მთავარისაზოგადოება 19.04.2013
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას სამი დღეა სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება

სამი დღეა ზარზმელის ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცენტრალური მილი რამდენიმე ადგილასაა გამსკდარი, რის გამოც მთელ დასახლებას სამი დღეა წყალი არ მიეწოდება. მათი თქმით, წყლის მიწოდება ამ დასახლებაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რომელსაც კომპანია ”შინაშხარი” ასრულებს.

”სარემონტო სამუშაოები ტარდება, გამოუშვეს წყალი და მერე ერთ ადგილას გასკდა მილი. გააკეთეს, მაგრამ სასინჯად რომ გამოუშვეს, სხვა ადგილას გასკდა”, - გვიხსნის ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები მედიკო ზედგინიძე.

ამ ეტაპზე ზარზმელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მუშები სამი დღეა მუშაობენ.

ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი წყალს დასახლებასთან ახლოს მდებარე ჭიდან ეზიდება. ნაწილს კი ჯერ ისევ აქვს გასულ დღეებში ავსებული წყლის მარაგი.

”ამაზე მეტი გაჭირვებაც გვქონია, თვეობით არ გვქონდა ხოლმე წყალი. ოღონდ წყლის პრობლემა მოგვარდეს, სამი დღე როგორმე გავძლებთ”, - ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები ნინა კუპრაძე.

აღნიშნულ დასახლებას წყალი განრიგით მიეწოდება. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ პრობლემა მოგვარებულია და გვიან საღამოს ონკანში წყალი აუცილებლად გამოვა.

სამი დღეა ზარზმელის ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
„ხუთსართულიანების“ დასახლებას  წყალი შეფერხებით მიეწოდება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
რატომ მიეწოდება ქალაქს წყალი შეფერხებით
ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება
მეექვსე დღეა სოფელ ხევაშენის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება