FM97.5 / LIVE

მდინარე გუჯარულადან ვერტმფრენი ამოიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.08.2017
ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაში ჩავარდნილი ვერტმფრენი, რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. იგი ამ წუთებში თბილისში მიაქვთ.

მდინარე გუჯარულადან ვერტმფრენი ამოიყვანეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი - „მი-8“, რომელმაც გუშინ, 27 აგვისტოს ავზის შევსებისას, მდინარე გუჯარულაზე ავარიული დაშვება განახორციელა, წყლიდან უკვე ამოყვანილია.

ვერტმფრენის ამოსაყვანად, მოსამზადებელი სამუშაოები გამთენიისას დაიწყო. აუზია წყლიდან მთლიანად დაცალეს და ამწეს მეშვეობით ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.

პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სამედიცინო დაწესებულებაც, უკვე დატოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8“ - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღით ადრე ჰქონდა გავლილი . მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს: 'ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა'
მდინარე გუჯარულადან ვერტმფრენი ამოჰყავთ
გარემოს დაცვა:'გუჯარულაში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს'
ვერტმფრენის წყალში ჩავარდნის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს
ბორჯომში ხანძრის მცირე კერებს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი აქრობს
ბორჯომის ხეობაში, ხანძრის  დროს ვერტმფრენმა მეხანძრეებს წყალი გადაასხა [ვიდეო]
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება