FM97.5 / LIVE

პრეზიდენტის შემდეგ ახალქალაქს სამი მინისტრი ესტუმრა

მთავარიპოლიტიკა 19.04.2013
ახალქალაქში გამართულ საქართველოს კრივის პირველობის ფინალს სასჯელაღსრულების, პრობაცისა და იურიდიული დახმარების, რეინტეგრაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები დაესწრნენ.

პრეზიდენტის შემდეგ ახალქალაქს სამი მინისტრი ესტუმრა
სასჯელაღსრულების, პრობაცისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი, რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ახალქალაქს დღეს კრივის ფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად ესტუმრნენ.

მინისტრები თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა თანხლებით ფინალს 13:30 საათზე შეუერთდნენ. მინისტრებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი მასპინძლობდა. მათმა სტუმრობამ შეხვედრა დროებით შეაჩერა.
ფინალურ ბრძოლას მსოფლიოსა და ევროპის კრივის ჩემპიონები ისრაელ ჰაკობქიოხვიანი და გიორგი კანდელაკიც ესწრებოდნენ.

სტუმრები მხოლოდ რამდენიმე ბრძოლას დაესწრნენ, გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს და ღონისძიება დატოვეს. მათ ახალქალაქის სპორტულ კომპლექსთან მდებარე აუზიც მოინახულეს.

მინისტრები დაესწრნენ მეორე სკოლაში გამართულ მოსწავლეთა ინტელექტუალურ თამაშს და დახურული შეხვედრა გამართეს „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან.

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ეს ახალქალაქში მთავრობის წევრთა პირველი სტუმრობა არ არის. გარდა ამისა, ბოლო მოკლე პერიოდში ახალქალაქს ორჯერ სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გუშინ, 18 აპრილს დაასრულა ორდღიანი ვიზიტი ჯავახეთში.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
სოზარ სუბარი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქს ესტუმრა
მიხეილ სააკაშვილი: ახალქალაქს დიდი მომავალი აქვს
სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქში მოსახლეობას ხვდება
სამცხე-ჯავახეთს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სტუმრობდა
პრემიერმა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა