FM97.5 / LIVE

თურქეთისა და აზერბაიჯანის ავიაციამ სტიქიის ზონა დატოვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.08.2017
შსს განცხადებით საქართველო დატოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის 26 კაციანმა დესანტმა და 2-მა სადესანტო ვერტმფრენმა, ასევე, თურქეთის სატყეო-სახანძრო სამსახურის 2-მა ვერტმფრენმა და სახანძრო თვითმფრინავმა.

თურქეთისა და აზერბაიჯანის ავიაციამ სტიქიის ზონა დატოვა
დღეს, 27 აგვისტოს, შსს–მ ბორჯომში, სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, უწყების ინფორმაციით ბორჯომში,დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის ცალკეული, მცირე კერების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. ამის გამო, საგანგებო შტაბმა გადაწყვეტილება მიიღო ცოცხალი ძალისა და სახანძრო ტექნიკის შემცირების შესახებ.

"ამ ეტაპზე ხანძრის ცალკეული, მცირე კერების ლიკვიდაცია-დამუშავება კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობაში მუშაობას აგრძელებს", – აცხადებენ უწყებაში.

ხანძრის ქრობის პროცესში, საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ჩართვის დღიდან, ამ დრომდე, ავიაციამ 2100-ზე მეტი რეისი განახორციელა. ხანძრის კერებზე საჰაერო ტექნიკამ დაასხა 5200 ტონაზე მეტი წყალი.

სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიას ეტაპობრივად ტოვებენ თავდაცვის სამინისტროს საჯარისო შენაერთები. ადგილზე სამხედრო მოსამსახურეების მხოლოდ ერთი ასეული დარჩება.

ხეობაში მუშაობას აგრძელებენ შსს-ს დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამის სპეცტექნიკასთან ერთად. ისინი ნახანძრალ ტერიტორიას გააკონტროლებენ და პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელბენ.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სრულდება
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
ბორჯომში ხანძრის მცირე კერებს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი აქრობს
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
საგანგებო შტაბი: ატენში ხანძარი ლიკვიდირებულია, გრძელდება მუშაობა ბორჯომში
ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა დილამდე შეაჩერა
სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია