FM97.5 / LIVE

ახალქალაქში დაზიანებულ პიანინოებზე მეცადინეობენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.05.2012
ახალქალაქსი სამუსიკო სკოლას შეკეთება და ინვენტარის განახლება სჭირდება.

ახალქალაქში დაზიანებულ პიანინოებზე მეცადინეობენ

ახალქალაქის სამუსიკო სკოლამ პირველად მიიღო მონაწილეობა ქვემო ქართლში, ბოლნისში გამართულ საერთაშორისო მულტიეთნიკურ ფესტივალში “ერთი ცის ქვეშ”. ფესტივალზე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მუსიკოსები შეიკრიბნენ. ღონისძიების მოწყობის იდეა ქართველ კომპოზიტორს მანანა ალფაიძეს ეკუთვნის.

ახალქალაქის სამუსიკო სკოლა ფესტივალზე სამმა მოსწავლემ წარადგინა. ეროვნებით ქართველმა გოგონამ სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის კომპოზიცია შეასრულა, ეთნიკურმა სომხებმა კი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. მათმა გამოსვლამ მოწონება დაიმსახურა.

ასეთ წარმატებებს სკოლა რთული მდგომარეობის დაძლევის შედეგად აღწევს. სამუსიკო სკოლის ძველი, ერთსართულიანი შენობა, წინა ფასადზე ახალი ფანჯრებით, ახალქალაქის საქალაქო პარკის ახლოს დგას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამუსიკო სკოლაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, ზოგმა ფაქტორმა დროსაც გაუძლო და ცვლილებებსაც.

სამუსიკო სკოლის სამ კლასს უკვე რამდენიმე წელია საქართველოში სომხური გრიგორიანული ეპარქიის წარმომადგენლობა იკავებს. ძველი ხის კარი მძიმე რკინის კარით შეიცვალა, შენობის შიგნით კი კედლების ახალი, ღია ფერის საფარის გამო ცოტა უკეთესი განათებაა. ადრე ნახევრად ჩამონგრეული ჭერისა და მისი დამჭერი ხის კოჭის ქვეშ მომუშავეებისა და მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სკოლის ჭერი გაარემონტეს და კოჭიც მოხსნეს. თუმცა სკოლას მაინც ბევრი პრობლემა დარჩა. ჯერ კიდევ გაურემონტებელია სკოლის ერთი ფრთა. მუსიკალური ინსტრუმენტები ისე დაძველდა, რომ აღარ უკრავს. ამასთან ერთად მუსიკით დაინტერესებული ბავშვების ოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.

“ინსტრუმენტები ძალიან ძველია. კონტინგენტიც მცირდება, შარშანწინ – 180 მოსწავლე გვყავდა, გასულ წელს - 170, წელს კი - 145 ბავშვი სწავლობს. რაოდენობა იმიტომ არ მცირდება, რომ ჩვენ ცუდად ვმუშაობთ, არამედ ობიექტური მიზეზების გამო. ბავშვებს სხვა ინტერესები აქვთ, კომპიუტერი გაჩნდა, მუშაობა ეზარებათ. აქ უნდა იმეცადინონ, იმუშაონ. ისინი კი იოლ გზებს ეძებენ”, - ამბობს სამუსიკო სკოლის დირექტორი სვეტლანა კაროიანი.

სამუსიკო სკოლის ქირა თვეში 10 ლარია. მოსწავლეების გადახდილი ფული 30 მასწავლებლისა და სკოლის 8 შტატიანი თანამშრომლის ხელფასსაც არ ჰყოფნის. სკოლის დირექტორის თქმით, სუბსიდიის გარეშე, რომელიც წელს 76,000 ლარია, პედაგოგებისთვის ხელფასის გადახდაც კი ვერ მოხერხდებოდა.

“მოსწავლეს 10 ლარი შემოაქვს, მასწავლებელი კი საშუალოდ თვეში 110-120 ლარს იღებს, არიან პედაგოგები, რომელთა ხელფასიც 200 ლარს აღწევს. ესენია მასწავლებლები უმაღლესი განათლებით, რომელთაც სამუშაო სტაჟი და შესაბამისად უმაღლესი კატეგორია აქვთ”, - გვეუბნება სამუსიკო სკოლის დირექტორი აუწყობელ პიანინოზე დაკრული სხვადასხვა კომპოზიციების ფონზე.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2019 26 მაისს ახალციხის ციხეში შესვლა უფასო იქნება

25.05.2019 ახალქალაქის სამმართველოსთან აქცია დაიშალა

25.05.2019 ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება

25.05.2019 აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ასპინძის სამუსიკო სკოლას კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი  ესტუმრა
აწყურში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა
ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს
ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის
ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს
აწყურში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო