FM97.5 / LIVE

გიორგი კვირიკაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია

მთავარისიახლე, შემთხვევა 25.08.2017
"დღეს საღამოს ყველა მინისტრთან ერთად შემოვიარე მთლიანი ტერიტორია, ვნახე ყველა კრიტიკული ლოკაცია, შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული", - განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომში, სტიქიის ზონაში ჩატარებული სამუშაოების შეჯამებისას.

გიორგი კვირიკაშვილი:  შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია

პრემიერის განცხადებით, შესაძლოა მომდევნო დღეების განმავლობაში ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები გაჩნდეს, რასაც შესაბამისად მიხედავენ, ამიტომ, შტაბი გააგრძელებს მომდევნო დღეების განმავლობაში მუშაობას და ტექნიკაც მობილიზებული იქნება.

"საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ გამოვიარეთ ძალიან სერიოზული კრიზისული დღეები. ამ დღეების განმავლობაში იყო ბევრი კრიტიკაც და იყო ბევრი თბილი სიტყვაც, მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ არცერთი ჩვენგანის, აქ ვინც ვიმყოფებით, მთავრობის წევრების, შრომა არ არის მოსატანი, იმ ერთი ცალკეული ადამიანის თავდადებასთან, რომლებიც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, იმ წერტილებში, სადაც იყო სიცოცხლის საფრთხე. და ამ ადამიანებმა, ძალიან დიდი მასივი, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის, გადაარჩინეს განადგურბისაგან. ამიტომ, ვიხრი ქედს თითოეული მათგანის თავდადების წინაშე", – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ "ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა".

შეგახსენებთ, სტიქიიდან მეექვსე დღეს, ბორჯომში ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ დღეს, გამთენიას, პრემიერი დატოვებს ბორჯომს, თუმცა, შტაბი და ყველა დანარჩენი წევრები, გააგრძელებენ 24–საათიან რეჟიმში მუშაობას.

[sknews.ge]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

პრემიერი ბორჯომში მომუშავეებზე: ვიხრი ქედს თითოეული მათგანის თავდადების წინაშე
კვირიკაშვილი: როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ისე ერთობლივად აღვადგენთ განადგურებულ ტყეს
საგანგებო შტაბი: ატენში ხანძარი ლიკვიდირებულია, გრძელდება მუშაობა ბორჯომში
საგანგებო შტაბი:ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შევიმუშავეთ
მომდევნო დღეების განმავლობაში თოვლ–ჭყაპს პროგნოზირებენ
სვირში ხანძარი ლოკალიზებულია, საგანგებო შტაბი მუშაობას აგრძელებს [Photo]
რა ვითარებაა ბორჯომში ხანძრიდან მეექვსე დღეს