FM97.5 / LIVE

ფშავ–ხევსურეთში ხანძარი ლოკალიზებული, დუშეთში კი ლიკვიდირებულია – შტაბი

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.08.2017
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები და მეხანძრე-მაშველები ისევ მუშაობენ.

ფშავ–ხევსურეთში ხანძარი ლოკალიზებული, დუშეთში კი ლიკვიდირებულია – შტაბი
ბორჯომი. 22.08.17. ფოტო: ოთარ აწყურელი/სამხრეთის კარიბჭე


რგოროც საგანგებო შტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით, რაც ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ანეიტრალებს. გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ცეცხლს მთელი ღამის მანძილზე, რთულ რელიეფურ პირობებში ებრძოდნენ.

"ანდაქის ხეობაში ხანძარი 22 აგვისტოს თავდაპირველად სოფელ ბახაოში, მეცხვარის სახლს მოედო და შემდგომ საძოვრებზე და ფოთლოვანი ტყის ნაწილზე გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზაცია 12 საათში მოხერხდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან და დუშეთის რაიონის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ", – ნათქვამია საგანგებო შტაბის განცხადებაში.

შტაბის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში. ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა. ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.

როგორც შტაბში აცხადებენ, დღეს, 15:00 საათზე, ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჩაჩიბაია ჩავლენ, რადგან ადგილზე გაეცნონ ვითარებას. ამ ეტაპზე ატენის ხეობაში ჯარისკაცები კვლავ არიან მობილიზებულები, რათა განმეორებითი საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული.

საგანგებო შტაბის წევრები კვლავ ბორჯომის ხეობაში რჩებიან და ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებაც, სტიქიური უბედურების ყველაზე მასშტაბური ადგილიდან ხდება. ბორჯომის ხეობაში რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.


[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

საგანგებო შტაბი: ბორჯომში ცოცხალი ძალის სახით, 1500-მდე ადამიანი მუშაობს
საგანგებო შტაბი: ატენში ხანძარი ლიკვიდირებულია, გრძელდება მუშაობა ბორჯომში
საგანგებო შტაბი:რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება
სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
შსს: წაღვერში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა დილამდე შეაჩერა