FM97.5 / LIVE

ასპინძელები: ‘სათიბები თაღლითურად გაგვიყიდეს’

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2017
ასპინძაში ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი სათიბიბი თაღლითურად გაყიდეს, ამიტომ წელს საქონელს ვერ გამოაზამთრებენ. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

ასპინძელები: ‘სათიბები თაღლითურად გაგვიყიდეს’

21 აგვისტოს, გამგებელთან ლევან ცაბაძესთან შესახვედრად, ასპინძაში 60–ზე მეტი ადგილობრივი გამგეობაში მივიდა. ასპინძელები იმ სათიბების დაბრუნებას ითხოვენ, რომელითაც ათეული წლების განმავლობაში სარგებლობდნენ, თუმცა სამი თვის წინ გაიყიდა. ამიტომ წელს პირველად, ამ ხნის განმავლობაში, დაბა ასპინძაში 68 ოჯახს საქონლის გამოსაზამთრებლად თივა არ ექნება.

„რა ვაჭამოთ საქონელს?! ვის აქვს იმის საშუალება რომ თივა იყიდოს?! საქონელს მშიერს ხომ არ დავხოცავთ, ამიტომ გაყიდვა მოგვიწევს. ჩვენ დაბაში თავს მესაქონლეობით ვირჩენთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

ასპინძაში, ბუზმარეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით 60 ჰექტარს, დაბაში მცხოვრები 68 ოჯახი ათეული წლების განმავლობაში თიბავდა. მიწა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. დაახლოებით, 5–7 წლის წინ სახელმწიფომ სათიბები აუქციონის წესით გაყიდა. მიწის ყიდვა მოსარგებლეებმა გადაწყვიტეს, ფული ააგროვეს და ერთ–ერთ მათგანს ნუგზარ ფართლაძეს გადასცეს.

„მაშინ ეგრე იყო, ერთი კაცის სახელზე უნდა გაფორმებულიყო, ამიტომ ეს თანხა ნუგზარს მივეცით, რადგან იმ პერიოდში ბუზმარეთში ცხოვრობდა და ვიფიქრეთ, რომ სათიბებს ყურადღებასაც მიაქცევდა“, – გვიყვებიან ადგილობრივები.

მათი თქმით, აქ თითო ოჯახი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობს თიბავდა: „ვინც რა ტერიტორია მოვთიბეთ, ფართლაძეს ფული იმ ფართობის მიხედვით მივეცით. მერე დავიწყეთ პასპორტების გაკეთება, მაგრამ საჯარო რეესტრში რომ მივედით, აღმოჩნდა რომ ფართლაძეს ეს მიწა იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, ტრაქტორი იყიდა და სესხი გამოიტანა“.

ამის გამო მიწების გაფორმების პროცესი შეჩერდა. თუმცა, ადგილობრივები სათიბებით ჩვეულებრივ სარგებლობდნენ, წელს კი ეს ვეღარ მოხერხდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით 2017 წლის 30 მაისს ბუზმარეთის ტერიტორიაზე 553 600 კვადრატული მეტრი ოთარ თედორაძემ იყიდა.

„ეს რომ გავიგეთ პოლიციაში საჩივარი დავწერეთ. რადგან მიწა სადავო იყო, გვთხოვეს წელს არ მოთიბოთ, მომხდარს ვიძიებთო. არ გავთიბეთ, მაგრამ სამაგიეროდ თედორაძემ გათიბა. თუ ჩვენთვის არ შეიძლებოდა გათიბვა, იმისთვის დასაშვები რატომაა?!“ – კითხულობენ ასპინძელები.

„სამხრეთის კარიბჭე“ ნუგზარ ფართლაძეს ვერ დაუკავშირდა. მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. ოთარ თედორაძემ კი, მას შემდეგ რაც გაიგო, რა თემაზე ვურეკავდით, ტელეფონი გაგვითიშა.

„იურიდიულად და კანონით რისი საშუალებაც გვექნება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხის უფლებები დაცული იყოს. ვიცით, რომ ამ სათიბებით წლების განმავლობაში აგილობრივები სარგებლობდნენ“, – აცხადებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე და ამატებს, რომ მას ადგილობრივებმა დახმარება სთხოვეს – „მითხრეს, თუ სათიბები არ დაგვიბრუნდა, საქონლის გაყიდვა მოგვიწევს და მაშინ პირობა მოგვეცით, რომ სოციალურად დაუცვლეთა ბაზაში მოხვდებითო“.

მომხდარს ასპინძის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლით იძიებს, რაც თაღლითობას გულისხმობს. გამოძიებამ ადგილობრივები დაზარალებულებად ცნო.

„სამმართველოში 10 ივლისს შევიდა ასპინძელების განცხადება და გამოძიებაც დაიწყო. ყველა ადგილობრივი უკვე დაკითხულია“, – აცხადებენ შსს–ში.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში, ერკოტის მთაში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ
არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს
ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ
ასპინძაში საპროტესტო აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ
ნინოწმინდაში სოფელ თორიას მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
ბოლაჯურში მიწის დაბრუნებას ითხოვენ
ფარავნის მცხოვრებლები მიწების დაბრუნებას ითხოვენ