FM97.5 / LIVE

პირველი ველოტური საქართველოში

მთავარისაზოგადოება 20.05.2012
ველოტურის მონაწილეებმა 15 მაისს ახალქალაქი გაიარეს, სადაც მათ საზეიმო კონცერტით დახვდნენ

პირველი ველოტური საქართველოში

10-18 მაისს საქართველოში პირველად ჩატარდა ფართომასშტაბიანი ველოტური, რომელშიც 42 ველოსიპედისტი მონაწილეობდა. მათგან 18 სპორტსმენი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, 24 კი ადგილობრივი ქართველი ველოსიპედისტები იყვნენ.

სპორტსმენებმა 8 დღის განმავლობაში ქუთაისიდან თბილისამდე გრძელ გზაზე, საქართველოს რამდენიმე რეგიონის შემოვლით, 600 კმ. გაიარეს. ქუთაისში დაწყებულმა ველოტურმა ფოთში, ბათუმში, ხონში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში და რამდენიმე სხვა ქალაქში გაიარა და თბილისში დასრულდა. მონაწილეები ყველა ქალაქში არ გაჩერებულან. ველოტურის ჩატარების ორგანიზატორი, ველომოგზაურ ჯუმბერ ლეჟავასთან ერთად, პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი იყო. ღონისძიება ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის პროექტის Dონ’ტ ჭორრყ, Bე Hეალტყ ფარგლებში ჩატარდა.

ახალქალაქში ველოტურის მონაწილეებისა და პირველი ლედის ჩასვლას ზეიმითYდახვდნენ. 15 მაისის შუადღეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მესროპ მაშტოცის ძეგლთან სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების თანამშრომლები, სოფლების მცხოვრებლები და გამვლელები შეიკრიბნენ. მოედანზე პირველი სანდრა რულოვსი გამოჩნდა, შემდეგ კი ველოსიპედისტები. მისასალმებელი სიტყვების შემდეგ
შეკრებილების პატივსაცემად აშუღთა სკოლის “ჯავახეთის” აღსაზრდელები და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები გამოვიდნენ.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალაქალაქი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ველოტური მოეწყო
სამცხე–ჯავახეთი ველოტურს უმასპინძლებს
ახალციხეში ველოტური მოეწყო
ახალციხეში გარბენი და ველოტური მოეწყო [Photo]
ქართველი ოლიმპიელები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ცდილობენ
ახალციხის ციხეში ანა ფრანკის სახლის გამოფენა მოეწყობა
"მეტი ფერები ჩემს ქალაქს" - ფლეშმობი ახალციხეში