FM97.5 / LIVE

მიხეილ სააკაშვილი: ახალქალაქს დიდი მომავალი აქვს

მთავარიპოლიტიკა 18.04.2013
ჯავახეთში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის სახელობის მესამე ქართული სკოლა, წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის სასწავლებელი–პანსიონატი, ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესია და სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის რეგიონულ წარმომადგენლობა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი: ახალქალაქს დიდი მომავალი აქვს
მესამე სკოლაში პრეზიდენტი ისტორიის გაკვეთილს დაესწრო და მოზარდ თაობაში ისტორიის სწორად ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შემდეგ სკოლის დირექტორი ლელა ჭინჭარაული ბრწყინვალების სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა ქართული განათლების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის სასწავლებელ–პანსიონატში პანსიონატის აღსაზრდელებმა პრეზიდენტს თექით მოქსოვილი ქართული ანბანი უსახსოვრეს.

ადგილობრივებს პრეზიდენტმა სურბ ხაჩს ეკლესიიდან მიმართა.

„გუშინ ერთ ბიჭს ვკითხე, ვინ უნდა გამოვიდეს და მიპასუხა, პრინციპში მე არ ვიცი, რადგან ამ ქალაქში მომავალი არ არის. ჩემი აზრით, ამ ბიჭს არასწორი წარმოდგენა აქვს და ამ ქალაქს უზარმაზარი მომავალი აქვს, რადგან ჩვენ აქ უზარმაზარი რკინიგზა ავაშენეთ. ამ ბიჭსაც და ყველა ჩვენგანსაც წინ დიდი მომავალი გველოდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში მიხეილ სააკაშვილმა 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ამის შემდეგ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წარმომადგენლობაში სომეხ სასულიერო მოღვაწეებთან ხანმოკლე და დახურული შეხვედრა გამართა.

მიხეილ სააკაშვილი: ახალქალაქს დიდი მომავალი აქვს

[sknews.ge]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

მიხეილ სააკაშვილს ჯავახეთში ვარდებით დახვდნენ
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა
მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქის სკოლებს სასწავლო წლის დაწყება საჩუქრებით მიულოცა
მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქს ესტუმრა
პრეზიდენტი: „ქარტიის რატიფიკაცია ჯავახეთს საქართველოს დააშორებს“
ომბუდსმენი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის დღესასწაულს ულოცავს
სააკაშვილი: ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი