FM97.5 / LIVE

ხანძარი ბორჯომში – რა მოხდა [მოკლედ]

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 22.08.2017
მესამე დღეა ბორჯომში მეხანძრეები და მაშველები ხანძარს ებრძვიან, რომელმაც უკვე 10–ზე მეტი ჰექტარი ტყე გაანადგურა. არსებობდა ცეცხლის დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საფრთხე, სოფლებში იყო პანიკა.

ხანძარი ბორჯომში – რა მოხდა [მოკლედ]
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

დღეს, 22 აგვისტოს, დილის 06:30 საათიდან, ბორჯომში, სახანძრო და საავიაციო ტექნიკა ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 500–მდე მეხანძრე–მაშველი, 3 ვერტმფრენი – მათ შორის, ორი საქართველოდან და ერთი აზერბაიჯანიდან და ათობით სახანძრო მანქანა, რომელთა მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გახდა საჭირო.

ცეცხლი სოფლებთან – დაბასა და წაღვერთანაა ახლოს, ამიტომ, წუხელ, ამ სოფლების მცხოვრებთა ნაწილი, გვიან ღამემდე გარეთ იყო.
ხალხის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა. სოფელ დაბიდან მხოლოდ ერთი, სოფლის განაპირას, ხანძართან ყველაზე ახლოს მცხოვრები ოჯახი გაიყვანეს.

ნახევარი ჰექტარიდან დიდ მასშტაბებამდე


ბორჯომში, სოფელ დაბაში, ხანძარი 20 აგვისტოს, შუადღეს გაჩნდა, დაახლოებით ორ საათზე. ტყეში ცეცხლის პატარა კერა იყო. სოფელი დახმარებას ითხოვდა.




საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გაჩნდა. უწყებაში ამბობდნენ, რომ ცეცხლი ტყის მასივზე მოდებული არ იყო და ბალახებს ეკიდა. თავდაპირველად ხანძრის ჩაქრობა რეგიონის სახანძრო სამსახურებმა დაიწყეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად დაახლოებით 500კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული, თუმცა, ხანძრის ლოკალიზება გართულებული იყო ქარის გამო.




საღამოს, ბორჯომში, სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი გამოჩნდა, თუმცა, ღამით, დაკვამლიანებისა და ხილვადობის არარსებობის გამო ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა.


21 აგვისტოს, დილის 06:00 საათისთვის, ხანძრის მასშტაბმა 5 ჰექტარს მიაღწია. ხანძრის ლოკალიზებას ვერტმფრენთან და მაშველებთან ერთად ცდილობდენ ადგილობრივებიც. ამ დროისათვის ცეცხლი ტყის მწვანე მასივზე ჯერ გადასული არ იყო. შუადღეს განაცხადეს, რომ შეძლეს ხანძრის ლოკალიზება.




21 აგვისტოს, საღამოს, ძლიერი ქარის გამო ბორჯომში ხანძარი გაძლიერდა, ისევ აალდა ლოკალიზებულ ადგილებში და გასცდა კიდეც ამ ადგილებს. საქართველომ დახმარება მეზობელ აზერბაიჯანს სთხოვა. აზერბაიჯანული ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში გვიან საღამოს ჩაერთო. ორივე ვერტმფრენმა ისევ მხოლოდ დაბნელებამდე იმუშავა.




ღამით ხანძრის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა. ცეცხლმა სოფელ დაბასთან მიაღწია. სოფელში პანიკა დაიწყო. სტიქიის ზონაში საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა. სოფელ დაბაში მცხოვრებმა ერთმა ოჯახმა, ვინც ტყესთან ყველაზე ახლოს ცხოვრობდა, სახლი დატოვა.

გვიან ღამით, წაღვერში, საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. ერთსაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა და არ იყო პანიკისა და ევაკუაციის საფუძველი.

მისივე გაცხადებით, ღამით ადგილზე იმუშავებდა მძიმე ტექნიკა, გაჭრიდნენ გზებს, დილით კი სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვებოდა უკვე ხუთი ვერტმფრენი, აქედან ორს თურქეთი აგზავნიდა და ასევე მეორე ვერტმფრენს დაგვახმარდა აზერბაიჯანი.


ხანძარი ბორჯომში – რა მოხდა [მოკლედ]
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პარალელურად, მთელი ქვეყნიდან ხდებოდა მძიმე ტექნიკის მობილიზება ბორჯომში. ამისათვის, სტიქიის ზონაში გზის მანქანებისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ სამართალდამცველები. გვიან ღამით ბორჯომში მძიმე ტექნიკა შევიდა.


არც სოფელი დაბა და არც წაღვერი ხალხს არ დაუტოვებია. ისინი გვიან ღამით ქუჩიდან სახლებში წავიდნენ. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მეხანძრე–მაშველები და პოლიცია. სოფლიდან ხანძრის კერამდე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ღამით ბორჯომში დარჩნენ საგანგებო შტაბის წევრებიც
.

სოფელ დაბაში ფიქრობენ, რომ მთავრობამ რეაგირება დააგვიანა, მობილიზება დროულად რომ დაწყებულიყო, ბორჯომში ასეთი მასშტაბის სტიქიას ავიცილებდით
.

ამ დროისთვის არ კონკრეტდება დაახლოებით რა ფართობს მოედო ცეცხლი. სავარაუდოდ, ეს ციფრი ასცდა 10 ჰექტარს. განადგურდა არამარტო ნახანძარალი ბუჩქნარი, არამედ ის ადგილებიც, სადაც გასული წლის სექტემბრიდან 30 000–ზე მეტი ნერგი დაირგო.

ხანძარი ბორჯომში – რა მოხდა [მოკლედ]
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


02.07.2020 რის საფუძველზე მიენიჭება მასწავლებელს სტატუსი

30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 გაურკვეველი პირები ცდილობენ ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვებასა და დადგენას – ცესკო

01.07.2020 ბორჯომში ‘სერნების’ გზაზე ხეებია მოჭრილი

01.07.2020 სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა

01.07.2020 პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი
დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა იმართება
დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა დილამდე შეაჩერა
ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]
დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო
ბორჯომში ხანძრის ლოკალიზებაში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო