FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტის ეკო-კლუბმა ორწლიანი მუშაობა შეაჯამა

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.04.2013
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ეკო კლუბის წევრებმა ქართულ-ინგლისური ეკო-ლექსიკონის პრეზენტაცია გამართეს და ორწლიანი მუშაობა შეაჯამეს.

უნივერსიტეტის ეკო-კლუბმა ორწლიანი მუშაობა შეაჯამა
ეკო-კლუბი უნივერსიტეტის ბაზაზე ორი წლის წინ შეიქმნა. პრეზენტაციაზე ეკო-კლუბის წევრებმა მათ მიერ ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს.

”ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო ”ნარჩენების რეციკლირება”, რომელიც mercy corps-ის დაფინანსებით განვახორციელეთ. პროექტის იდეა ტაივანელ მოხალისეს ფეინგ ჰანგის ეკუთვნის. ამ პროექტის ფარგლებში ქალაქში, 10 ადგილას დავდგით ყუთები, სადაც მოსახლეობას ნარჩენების ჩაყრა შეუძლია”, - ამბობს ეკო-კლუბის პრეზიდენტი მარიამ ზაზაძე.

ამავე პროექტის ფარგლებში და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით, დაიბეჭდა 200 ეგზემპლარი ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ეკო ლექსიკონი.

’ეს ლექსიკონები იმ მოსწავლეებს და სტუდენტებს გადაეცემათ, ვინც ეკოლოგიის საკითხებით არიან დაინტერესებული”, - ამბობს ზაზაძე.

პრეზენტაციის ბოლოს აჩვენეს ვიდეო-რგოლი იმის შესახებ, როგორ უნდა გადამუშავდეს ნარჩენები.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტის დებატ-კლუბის პირველი დებატები
“ახალგაზრდულმა ცენტრმა” პროექტის შედეგები შეაჯამა
‘ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის’ - პროექტის შეჯამება
პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პედაგოგებმა გადამზადება გაიარეს
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა
უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს