FM97.5 / LIVE

ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.08.2017
ბორჯომის ტყეში ხანძარი ისევ გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ახალი კერები იმ ადგილებში გაჩნდა, სადაც ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო.



ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის თორნიკე გვაზავას განმარტებით, ამ ეტაპზე ბორჯომში ცეცხლი 5 ჰექტარზეა გავრცელებული: „ქარი ამოვარდა და ახალი კერები წარმოშვა, ახალ ფართობზე არ გადასულა, ხანძარი იქ გაძლიერდა, სადაც მანამდე ლოკალიზებული იყო. 10–12 სახანძრო მანქანა რჩება, დახმარებას ველოდებით მეზობელი ქვეყნიდანაც“.

სტიქიის ზონაში იმყოფება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძეც. მისი თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი ძალების მობილიზება საჭირო არ არის: „ორი დღეა ვერტმფრენი მუშაობს, ცოცხალი ძალა საკმარისია, ბევრს აქვს სურვილი დახმარების, თუმცა, ამ ეტაპზე, საჭიროება არ დგას. ყვიბისის მხარეს, იქ სადაც მანქანების მისვლის საშუალება იყო, ხანძარი ლოკალიზებულია, ამ ეტაპზე ცეცხლის კერები რჩება დაბის ტერიტორიაზე, აქ ცეცხლი ქარის გამო გაძლიერდა“.

ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

ბორჯომში ხანძრის ჩაქრობას ცდილობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საქართველოს დასახმარებლად პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, ვერტმფრენი გამოგზავნა აზერბაიჯანმაც.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, 20 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა და მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.


ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]
ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს
ბორჯომში ხანძრის მცირე კერებს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი აქრობს
მეხანძრეები ხანძრის კერებს ყვიბისის ტყეშიც ებძრვიან
სოფელ დაბის რწმუნებული:  ხანძარი დასახლებიდან ერთ კილომეტრშია
დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო
სოფელ დაბასთან ხანძრის კერები ლოკალიზებულია