FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა

მთავარიეკონომიკა 18.04.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტს, 358.000 ლარი დაემატა. ადგილობრივი ბიუჯეტი ახლა 6.617.000 ლარს შეადგენს. ბიუჯეტს თანხა 2012 წელს დარჩენილი ნაშთიდან დაემატა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ადგილობრივ ბიუჯეტში შესული ცვლილებები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

ცვლილებების თანახმად, 100 ათასი ლარი ქალაქში არსებული ოთხი სასაფლაოს ტერიტორიის რეაბილიტაციას მოხმარდება. კულტურული ღონისძიებებისთვის დამატებით 50 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.

”დაგეგმილი გვაქვს ”თამარობისა” და ”ახალციხელობის” დღესასწაულზე უფრო მასშტაბური ღონისძიების ჩატარება. ასევე, ცნობილი ადამიანებისთვის მათი სახელობის ვარსკვლავის გახსნა”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

დამატებითი თანხები გამოიყოფა ახალგაზრდული ღონისძიებებისთვისაც. კერძოდ, 16 200 ლარია გამოყოფილი საფეხბურთო ტურნირისთვის. გარდა ამისა, 45 ათასი ლარით გაიზარდა ააიპ ახალციხის სასპორტო სკოლის დაფინანსება.

”შეიქმნა ახალი წრეები, აქამდე არ არსებობდა რაგბის წრე, რომელიც ახლა ჩამოყალიბდა, ასევე დაემატა ბავშვთა ფეხბურთის წრე. ხოლო უკვე არსებული წრეებისთვის გათვალისწინებულია ინვენტარის შეძენა”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გაგა ივანიძე.

ცვლილებები აისახა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაზეც. კერძოდ, სოფელ მუსხში შეიქმნა ქართული რეწვის მუზეუმი, რომელიც 5.900 ლარით დაფინანსდება. დამატებით 52 000 ლარია გათვალისწინებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის.

”აქედან 2.500 ლარი ორი ახლად გახსნილ, აწყურისა და სხვილისის საბავშვო ბაღების საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფისთვის იქნება გამოყენებული. 50 000 ლარი კი სოფელ მუსხში ახალი ბაღის აშენებას, სოფელ აწყურში კი არსებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას მოხმარდება”, - განმარტავს გაგა ივანიძე.

”საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდება და დაიწყება სამუშაოები. მთავარია, რომ ბიუჯეტში ეს თანხა უკვე აისახა”, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის ბიუჯეტი 668,476 ლარით გაიზარდა
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა
ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული