FM97.5 / LIVE

შსს: დაბაში ხანძარი ლოკალიზებულია

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 21.08.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე, ხანძარი ლოკალიზებულია.

შსს: დაბაში ხანძარი ლოკალიზებულია

როგორც უწყებაში აცხადებენ, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

"შს მინისტრმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან - აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერა ხანძრის გავრცელების არეალი და პირადად მივიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ასრულებენ", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე, ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, შეტყობინების მიღებისათანავე, მყისიერად ჩაერთნენ ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებში. ხანძრის ქრობის პროცესში, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

"რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიიდან გზა გაიჭრა, რამაც ხანძრის ეპიცენტრში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა შესაძლებელი გახადა", – აცხადებენ უწყებაში.

შსს–ს ინფორმაციით, 200-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის კერებს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს: სვირში ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს [Video]
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო: საკირისა და ტაძრისის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია [ვიდეო]
სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
სოფელ ტაძრისთან ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომში, სოფელ საკირესთან ტყე იწვის
შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი