FM97.5 / LIVE

დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ 200 მეხანძრე ჩაერთო

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.08.2017
ბორჯომში, სოფელ დაბას მიმდებარე ტრიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დილიდან კიდევ 200 მეხანძე დაამატეს. დღეს, 21 აგვისტოს დილის 05:00 საათიდან მუშაობა განაახლა ვერტმფრენმაც. ბოლო ინფორმაციით, დაბის ტერიტორიაზე 5 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი იწვის.

დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
სახანძრო ტექნიკისა და 200 მეხანძრის მობილიზება, ხანძრის ჩასაქრობად თბილისიდან, შიდა ქართლიდან და მიმდებარე რეგიონებიდან მოხდა.

როგორც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, სოფელ დაბის ტყეში ხანძრის ძირითადი კერები ჯერ კიდევ არ ჩამქრალა, მთელი ღამის განმავლობაში კი მის ლიკვიდაცია, რეგიონის 100–მდე მეხანძრე ცდილობდა.

წუხელივე გაიჭრა ხანძრის კერებთან მისადგომი გზები და ამ დრისთვის, უკვე სახანძრო ტექნიკა ტერიტორიაზე შეყვანილია.დილიდან, მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელმაც ღამით, ცუდი ხილვადობის გამო მუშაობა შეწყვიტა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, სოფელ დაბის იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტყის მასივი დაიწვა, ცეცხლი გუშინ, 20 აგვისტოს გაჩნდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში დამწვარი ტყის მასივის აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა და მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.

შსს–ს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზებზე ძიება, სსკ–ს 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

[sknews.ge]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 საქართველოში 26 მაისამდე იწვიმებს

24.05.2020 'თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა ისეთი რამ უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს' – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაბის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ
სოფელ დაბის ტერიტორიაზე  ცეცხლის ჩაქრობას  მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ
დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]
დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო
ღარღვლის ტყეში ცეცხლის კერებთან სახანძრო ტექნიკა მივიდა
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
საგანგებო: ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 2.5 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა