FM97.5 / LIVE

დაბის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.08.2017
ბორჯომში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ისევ ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობის პროცესი ძირითად კერებზე მიმდინარეობს. ამ დროისათვის, ცეცხლი დაახლოებით 1 ჰა–ზეა გავრცელებული.

დაბის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ
სამცხე–ჯავახეთის ათამდე სახანძრო ჯგუფი და ასამდე მეხანძრე, უკვე რამდენიმე საათია ბორჯომში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.

ცეცხლი ამ ეტაპზე, 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიების ზემოთ არსებულ ფერდობზეა გავრცელებული.როგორც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ცეცხლის ჩაქრობის პროცესი ჯერ კიდევ ძირითად კერებზე მიმდინარეობს.

ხანძრის ჩაქრობას ტექნიკისთვის მიუდგომელი ადგილი და ძლიერი ქარიც ართულებს. უკვე რამდენიმე საათია ადგლზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც მუშაობს.

ამ დრომდე მეხანძრეებთან ერთად ადგილზე მობილიზებულები არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია, სამაშველო სამსახური და სოფელ დაბისა და წაღვერის მცხოვრებლები, რომლებიც მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ეხმარებიან.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა და მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, სოფელ დაბის იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტყის მასივი დაიწვა, ცეცხლი დღეს, 20 აგვისტოს გაჩნდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში დამწვარი ტყის მასივის აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

შსს–ს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზებზე ძიება, სსკ–ს 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

დაბის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ

დაბის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ

დაბის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ დაბის ტერიტორიაზე  ცეცხლის ჩაქრობას  მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ
დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]
დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]
ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ბორჯომში 6 ჰექტრამდე ტყე დაიწვა