FM97.5 / LIVE

გამომცემლები პედაგოგებს ხვდებიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.05.2012
გრიფირებული სახელმძღვანელოების გამომცემლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს თავიანთი პირობები გააცნეს

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ VII-XII კლასების ისტორიის, გეორაფიისა და მათემატიკის სახელმძღვანელოების სრული პაკეტი წარმოადინა. გრიფი მიენიჭა სამოქალაქო განათლების IX-X კლასების და ბუნებისმეტყველების VII კლასის სახელმძღვანელოებსაც.

გამომცემლობის განყოფილების უფროსის ქეთევან ჭონქაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გრიფირებული ხუთი სახელმძღვანელოდან სკოლა ხუთივეს აირჩევს, საჩუქრად სასკოლო ბიბლიოთეკას მიიღებს. ხოლო, სამ საგნის არჩევის შემთხვევაში, პედაგოგებს პროფესიულ უნარებში უფასო ტრენინგები ჩაუტარდებათ.

გამომცემლობა „მერიდიანის“ გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე პედაგოგებს „ქართული ენისა და ლიტერეტურის“ წიგნის თანაავტორი ნანა ღონღაძე ესაუბრა. მისი თქმით, მათი სახელმძღვანელოების არჩევის შემთხვევაში, გამომცემლობა საჩუქრად მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნებს გადასცემთ: „ეს წიგნები მასწავლებელს დაეხმარება სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მომზადებაში და მისთვის იქნება ორიენტირი როგორ ჩაატაროს გაკვეთილი ამა თუ იმ თემაზე”.

გამომცემლობა „კლიოს“ წარმომადგენელთა განცხადებით, გრიფი მიენიჭა სახელმღვანელოების ექვს სერიას. ესენია: ხელოვნების I-IX, ისტორიის VII-IX, ქიმიის VIII-IX, გეოგრაფიის VII-IX, ფიზიკის VIII-XI და ბიოლოგიის VIII-XII კლასის სახელმძღვანელოები. გამომცემლობის თანადამფუძნებლის ელენე მეძმარიაშვილის თქმით, მათი სახელმძღვანელოების არჩევის შემთხვევაში, მასწავლებლებს წიგნები უფასოდ გადაეცემათ.

პედაგოგები სახელმძღვანელოების გადახედვის შემდეგ გადაწყვეტენ რომელი გამომცემლობის წიგნები აირჩიონ. სასურველს ინტერნეტით გამოიწერენ და საგამომცემლო ფასად მიიღებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
ეთნიკური უმცირესობები უფასო სახელმძღვანელოების გარეშე არ დარჩებიან
სამმაგი ხარჯი სასკოლო წიგნებისთვის
უფასო წიგნები - შეფასებები ახალციხიდან
სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა გაიხსნა
რიგები სასკოლო წიგნებთან

არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ