FM97.5 / LIVE

რატომ არის საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

მთავარისაზოგადოება 18.04.2013
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაკრძალული მიცვალებულები და კერძო საკუთრება, რომელიც ასევე პარკის ტერიტორიაზე მოხვდა; საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც თითქმის ათეული წელია ვერ ხერხდება;

რატომ არის საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

”უპატრონო მკვდრები იყიდება”

“ქართული ოცნების” ბორჯომელი აქტივისტი დავით როკეტიშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის სასაფლაო სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს. სასაფლაოზე, რომელიც 1996 წლიდან ფაქტობრივად დახურულია, მიცვალებულებს ისევ კრძალავენ.

რატომ არის საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?”უპატრონო მკვდრები იყიდება, ამასთან, არ არის სასაფლაომდე მისასვლელი გზაც, - აცხადებს როკეტიშვილი და ამატებს, რომ სასაფლაოს დირექტორად დანიშვნას ითხოვს, მოტივი კი სასაფლაოზე შექმნილი მძიმე ვითარებაა, - მინდა, ბოლო წლების განმავლობაში აქ არსებული მდგომარეობა გამოვასწორო. მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა საკრებულოში ძალით ჭიანურდება”.

ბორჯომის ცენტრალური სასაფლაოს ხელმძღვანელი ნოდარ მაღრაძე დავით როკეტიშვილის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. იგი ამბობს, რომ დახურული სასაფლაოს ტერიტორიაზე მიცვალებულები აღარ იკრძალება. ხოლო რაც შეეხება მიცვალებულის მიცვალებულზე დაკრძალვას, ეს იშვიათად, მხოლოდ ჭირისუფლების თხოვნით ხდება.

მიცვალებულებს ნაკრძალის ტერიტორიაზე მარხავდნენ

”მიცვალებულები იკრძალებოდნენ ნაკრძალის ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ადგილი აღარ იყო. 1993 წელს გამოვყეთ ფართობი ქალაქის მახლობლად, არდაგანის ტერიტორიაზე, რამაც გარკვეული შეღავათი მოგვცა. ცენტრალურ სასაფლაოზე მხოლოდ ის მიცვალებულები იმარხებოდა, ვისაც ადგილი შეძენილი წინასწარ ჰქონდა, - აცხადებს ნოდარ მაღრაძე.

იგი ამბობს, რომ წლებია ითხოვს ალტერნატიული ფართის გამოძებნას: ”1996 წლიდან დგას საკითხი, რომ სასაფლაოსთვის სხვა ადგილი გამოიყოს. აქამდე კიდევ იყო შესაძლებელი პერიფერიებში დაგვეკრძალა მიცვალებულები, მაგრამ გასული წლის ზაფხულში ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ ვიზუალური საზღვარი გაავლო და აკრძალა”. რატომ არის საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

იმას, რომ სასაფლაო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც გვიდასტურებენ, ხოლო როკეტიშვილის დანიშვნის შესახებ საკითხის პოლიტიკური ნიშნით გაჭიანურებას გამორიცხავენ.

”არ არის საკმარისი მიწის ნაკვეთი და მიცვალებულებს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კრძალავენ, ეს არაკანონიერია. სასაფლაოს დირექტორმა წარმოგვიდგინა დოკუმენტი, რის საფუძველზეც სასაფლაო დახურვას ექვემდებარება. არ ვიცი ამ ეტაპზე რა ხდება სასაფლაოს ტერიტორიაზე, მაგრამ საფლავების 25% ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა მოქცეული”, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათელა გოგოლაძე და ამატებს, რომ არაერთხელ მიმართა დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს და გარემოს დაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ტყე-პარკის ტერიტორიაზე არა მარტო საფლავებია

სასაფლაოს გარდა, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ბორჯომში მცხოვრები მოსახლეობის საკუთრებაში არსებული სახლები და არა ერთი მიწის ნაკვეთია მოქცეული. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული 2007 წლიდან არიან.

”მივმართე დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს, გარემოს დაცვის სამინისტროს, შევქმენით კომისია, რომელმაც აქტის მომზადება დაიწყო, თუმცა, ეს პროცესი არ დასრულებულა” - ამბობს ნათელა გოგოლაძე.

აქტში აღნიშნული იყო დარღვევებისა და მათი გამოსწორების შესახებ. გოგოლაძის თქმით, გაივლო საზღვარიც, თუმცა, ამ დრომდე მონაცემების საჯარო რეესტრში შეტანა არ მომხდარა: ”ამ სამუშაოების დროში გაჭიანურება აზარალებს როგორც მოსახლეობას, ასევე თვითმმართველობას. ჩვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, ძალიან დიდი ხნის წინ მოვაგვარებდით”.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მსგავსი ვითარება ეროვნული პარკის მთელ ტერიტორიაზე, ექვსი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაა. დაცული ტერიტორიების რუქა დაზუსტებას მოითხოვს.

რატომ არის საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?ადმინისტრაციის დირექტორის ლევან თაბუნიძის თქმით, პროცესი დაწყებულია და ხარვეზი აღმოიფხვრება: ”1999 წელს დაიწყო საზღვრების დადგენა, არსებობს გარკვეული ადგილები, რომელიც იყო მოსახლეობის საკუთრება და მოხვდა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მათ შორის ბორჯომის სასაფლაოც”.

თაბუნიძე აცხადებს, რომ გარე პერიმეტრი გასწორდება: ”დღევანდელი რუქით საფლავების ნაწილი ხვდება პარკის ტერიტორიაზე, გასწორების შემდეგ საფლავები პერიმეტრის გარეთ მოხვდება. ყველაზე მწვავედ ეს საკითხი ბორჯომის მუნიციპალიტეტში დგას. ამ პრობლემის გადაჭრა არის როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის კომპეტენცია”.

სასაფლაოს ხელმძღვანელი შეიცვლება

ბორჯომის სასაფლაოს ხელმძღვანელად ამ დრომდე ნოდარ მაღრაძე რჩება. იგი აქ 1996 წლიდან მუშაობს.

”გავიგე, რომ შეიქმნა ააიპ-ი ”ბორჯომის სასაფლაო”, ალბათ წასვლა მომიწევს და სხვა ხელმძღვანელს დანიშნავენ”, - ამბობს იგი.

შეგასხენებთ, რომ ააიპ-ი ”ბორჯომის სასაფლაო” 22 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შეიქმნა. ამ ეტაპზე დამტკიცებულია ააიპ-ის წესდება, რომელიც გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის გამგეობას.

ააიპის ”ბორჯომის სასაფლაოს” დირექტორს მუნიციპალიტეტის გამგებელი დანიშნავს. კონკურსი სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება. დირექტორის თანამდებობაზე ”ოცნების აქტივისტის” დავით როკეტიშვილის კანდიდატურა აქტიურად განიხილება.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 დოლარი დაიხარჯება
ბორჯომის ტყეში დაჭრილი შველი იპოვეს [video]
ბორჯომში  სახელმწიფო  ნაკრძალის 80 წლის იუბილე აღნიშნეს
რისთვის ჭრიან კლდეს აბასთუმანში ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე
ბორჯომის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია  ბანიხევში მომხდარს ეხმაურება
ბორჯომის ცენტრალურ პარკთან გარევაჭრობა იკრძალება
ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს