FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ფერისცვალებას აღნიშნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.08.2017
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალება ერთერთია თორმეტ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს შორის.

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ფერისცვალებას აღნიშნავს

ფერიცვალების ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.

ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის არის. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ფერისცვალებას აღნიშნავს მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ" (მათე XVII, 5).

ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს
19 აგვისტოს ფერისცვალება
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს
19 აგვისტოს ფერისცვალებაა
7, 8 და 9 აპრილს მარხულთათვის თევზით ხსნილია
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს