FM97.5 / LIVE

გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 17.08.2017
ახალციხეში, სოფელ წყორძაში ასფალტი ისე დააგეს, რომ სანიაღვრეები არ გაუკეთეს. მოსახლეობა შიშობს, რომ ამის გამო მათი სახლები წვიმის დროს დაიტბორება. გამგეობაში კი სანიაღვრეების საჭიროებას ვერ ხედავენ და ხალხის შიშს უსაფუძვლოს უწოდებენ.

გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ

ახალციხეში, სოფელ წყორძაში მცხოვრები ვენერა სუდაძის სახლში ყოველი წვიმის დროს წყალი შედის. მისი სახლი სოფლის შესასვლელიდან გზის ქვედა მარჯვენა მხარესაა, ამიტომ ჩამოჟონილი წყლით ჯერ მისი ეზო, შემდეკ კი ოთახები იტბორება.

„სახლს მიდგმულ სარდაფში მიწა გავთხარეთ და წყალს მიმართულება მივეცით, კედლები ძალიან რომ არ გაიჟღინთოს“, – ამბობს ვენერა სუდაძე.

ანალოგიურია ვითარება ყველა იმ ოჯახში, რომელიც ამ უბანში ცხოვრობს.

გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ „ჩემი სახლიც იტბორება ზევიდან ჩამოსული ჭარბი წყლით, მთელი მიწა და ნაგავი სახლში შემომდის“, – აცხადებს ნუგეშა კოვზიაშვილი.

წვიმის დროს წყლით იტბორება ციური სუდაძის სარდაფი და აივანიც: „იმხელა წყალი მოდის, რომ ჯერ მეზობლის ეზოს ტბორავს და მერე გადმოდის ჩემთან“.

სახლებში წყალი წვიმის დროს, არა მხოლოდ გზის ქვედა მხარეს მცხოვრებლებს შესდით.

„სარდაფში სახლის უკან სულ იჟონება წყალი. ახლა გზა დაგვიგეს სოფელში და სანიაღვრეები რომ დაეყოლებინათ, წყალი ჩვენსკენ აღარ წამოვიდოდა, მაგრამ ახლა აღარფერი შეიცვლება“, – ამბობს სოფლის ცენტრში მცხოვრები რუსუდან ჯვარიძე.

წყორძაში, სადაც 22 კომლი ცხოვრობს, ასფალტი პირველად დაიგო. სოფელში ეს ყველას უხარია, თუმცა შიშობენ, რომ ამის შემდეგ მათი სახლების დატბორვის საშიშრობა უფრო გაიზრდება. მიზეზი ისაა, რომ გზას სანიაღვრეები არ აქვს.

წყორძაში ასფალტის დაგება, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ასტორიამ“ 261 000 ლარად, დაახლოებით ორი კვირის წინ, ისე დაასრულა, რომ 1 კმ–სა და 285 მეტრ სიგრძეზე დაგებულ ასფალტს სანიაღვრე მართლაც არსად დააყოლა.

„ეს დაგებული გზა წყალს უფრო შეკრებს, წამოყვება და უფრო დიდი ნიაღვარი მოვარდება“ – ამბობს ციური სუდაძე.

გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ ვენერა სუდაძე შიშობს, რომ ამის შემდეგ სახლში დაგროვილი წყლის ეზომდე გასასვლელად სარდაფში გაჭრილი მიწა აღარ ეყოფა და კედლები კიდევ უფრო მეტად დასუველდება: „სადმე გაგონილა, რომ გზა გააკეთონ და მას სანიაღვრე არ ჰქონდეს?! რომ აკეთებდნენ, ვუთხარით სანიაღვრეები დააყოლეთო, მაგრამ გვითხრეს, ეგ პროექტში არ წერიაო.“.

პროექტით სანიაღვრეს მოწყობა გათვალისწინებული მართლაც არ იყო.

„სოფელში რკინა–ბეტონის სანიაღვრე უნდოდათ და ეგ გათვალისწინებული არ იყო. ისე გზას მთელ სიგრძეზე ერთ მხარეს სანიაღვრეს მსგავსად მიწა გავუთხარეთ“, – ამბობს გზის მშენებელი კომპანიის „ასტორიას“ ხელმძღვანელი მალხაზ მანველიშვილი.

ადგილობრივების თქმით, სანიაღვრეების გარეშე მოწყობილი გზა სოფელში მალე აიყრება.

გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ „წყალი გზასაც ხომ შეუდგება არა?! ამიტომ დიდხანს ვერ გაძლებს და დროზე ადრე გაფუჭდება. გზას სანიაღვრე არხები აუცილებლად უნდა ჰქონდეს“, – ამბობს ოთარ სუდაძე.

ადგილობრივების პოზიციას იზიარებს, ახალციხის თემის საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ მარინე სუდაძე.

„კარგია, რომ სოფელში ასფალტი დააგეს, მაგრამ ამის გამო მადლობელი ნამდვილად ვერ ვიქნები, ეს მათი მოვალეობაა! კარგი იქნებოდა, რომ ცილივილიზებულ ადამიანებად ჩავეთვალეთ და გზაზე სანიაღვრეებიც გაკეთებინათ. ახლა ასფალტზე წყალი უფრო შეკრიბება და მეტი ნიაღვარი წამოვა“, – აცხადებს სუდაძე, რომელსაც სახლი წყორძაში ყოველი წვიმის შემდეგ ისევე უსველდება, როგორც მის მეზობლებს.

გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ თუმცა, არც ოპოზიციონერი დეპუტატის და არც ადგილობრივების მოსაზრებას მშენებელ კომპანიასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ იზიარებენ. უფრო მეტიც, თემის თვითმმართველობში სანიაღვრე არხების საჭიროებას ვერც ხედავენ.

„ასტორიას“ ხელმძღვანელი მალხაზ მანველიშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე სოფელში რომელიმე სახლის დატბორვის საფრთხეს გამორიცხავენ.

„არ მახსენდება გამგეობაში შემოსული არცერთი განცხადება წყორძიდან, რომ იქ ვინმეს სახლი დაიტბორა. სოფლის ცენტრში მხოლოდ ერთი სახლი იყო ასეთი და იქ მშენებელს გზის ნაპირას დამცავი ჯებირი მოვაწყობინეთ“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ შეკითხვაზე, რამდენად ძვირი დაჯდებოდა თვითმმართველობისთვის გზის მთელ სიგრძეზე სანიაღვრეს მოწყობა, მელიქიძე გვპასუხობს:

„ძვირზე არ არის საუბარი. ჯერ ერთი, აქ გზა დავიწროვდებოდა, მეორეც, შეკრებილი წყალი სადღაც ხომ უნდა წაგვეღო და სად წაგვეყვანა?!
გარდა ამისა, წყალი რომ შეგვეკრიბა ეს უფრო საშიში და საზიანო იქნებოდა, ვიდრე ბუნებრივად გაშლილ ადგილზე ნიაღვარი რომ წამოვა. წყორძაში სანიაღვრეს მოწყობა საჭირო არ იყო და ამიტომ პროექტითაც არ გავითვალისწინეთ“.

სანიაღვრეს მოწყობა არა, თუმცა სოფელში ადგილობრივების თხოვნა, ერთ–ერთ უბანში, დამატებით გზა დაეგოთ, გაითვალისწინეს. მშენებელ კომპანიას 200 მეტრით მეტზე გზის დაგება დაავალეს, რის გამოც წყორძაში გზის მოსაწყობად პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 062 ლარი დაამატეს.

„ამ გზით ერთი უბანი ცენტრალურ გზას დაუკავიშრდა. იქ ისეთი ადგილია, რომ სულ ჩრდილია, ამიტომ ზაფხულში სულ ტალახია, ზამთარში კი ყინული. იქვე ხიდიც არის და ამიტომ ხალხის თხოვნით, ამ გზაზე და ხიდზე ასფალტი დავასხით. ასე ხიდიც ნაკლებად დაზიანდება მომავალში“, – გვიხსნის მელიქიძე.

სოფელში კი ფიქრობენ, რომ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას მართლა საქმის გაკეთება უნდოდა, მაშინ გზას სანიაღვრეებს დააყოლებდნენ, რადგან ასე ისიც მალე დაზიანდება, რაც გააკეთეს.

გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ „მხოლოდ სულელი თუ იტყვის, გზას სანიაღვრე არ სჭირდებაო. არხები რომ დაეყოლებინათ, ხარჯი გაეზრდებოდათ და იმიტომ არ გააკეთეს. სახლების დატბორვაზე რომ აღარფერი ვთქვა, გული მწყდება, რომ ამ დაგებულ ასფალტსაც წყალი მალე დააზიანებს“, – ამბობს ადგილობრივი ომარ ნებაძე.

ხელშეკრულების მიხედვით, მშენებელ კომპანიას საგარანტიო ვადა, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ორი წელი აქვს. ამ ხნის განმავლობაში დაზიანებულ ასფალტს „ასტორია“ შეაკეთებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

რატომ იქცა დავის საგნად  სოფელ წყორძაში დაგებული ასფალტი
წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებული ასფალტი აიღეს
სოფელ წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებულ ასფალტს აიღებენ
შეკეთებული ტროტუარი სანიაღვრეს გარეშე
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს გაწვიმების ეშინიათ [Photo]
ჭყონდიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთბას ითხოვენ
„ახალციხის ციხემდე“  მისასვლელი გზა ამორტიზებულია