FM97.5 / LIVE

ახალციხეში ადგილობრივი ბიზნესმენის სახლი გაქურდეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 15.08.2017
ახალციხეში, კოსტავას ქუჩა, N34–ში, ადგილობრივი ბიზნესმენის გელა ჭალიძის სახლი გაქურდეს, წაღებულია ძვირფასეულობა.

ახალციხეში ადგილობრივი ბიზნესმენის სახლი გაქურდეს

როგორც სახლის მეპატრონე „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, სახლი მძარცველებმა 7–დან 14 აგვისტომდე პერიოდში გაქურდეს, მაშინ როდესაც ოჯახის წევრები ურეკში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

„გუშინ საღამოს ჩამოვედით და სახლი არეული დაგვხვდა, წაღებულია ჩემი მეუღლის სამკაულები. ტექნიკისა და სხვა ნივთებისთვის ხელი არ უხლიათ. როგორც პოლიციამ გვითხრა, მძარცველები სახლში ეზოს მხრიდან, ფანჯრიდან შევიდნენ“, – ამბობს გელა ჭალიძე.

მისივე თქმით, სავარაუდოდ მძარცველები ბევრი იყვნენ: „ყველაფერი არეულია. პოლიციამ ანაბეჭდებიც კი ვერ იპოვა, ხელთათმანებით მუშაობდნენ, სავარაუდოდ გამოცდილები იყვნენ. დღეს მივდივარ დაკითხვაზე“.

მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს დილით, გვითხრეს, რომ ქურდობის შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა. მას შემდეგ, რაც დაზარალებულებს ვესაუბრეთ და მათგან გვაიგეთ, რომ უწყება ინფორმირებულია და მეტიც, სახლის მეპატრონე დღეს დაბარებულიც კი არის დაკითხვაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით, ინფორმაციის დასაზუსტებლად. უწყებისგან პასუხს, რა მუხლით მიმდინარეობს ძიება, დაახლოებით სამი საათია ველოდებით.

[sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს [Photo]
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, სახლი გაქურდეს
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალციხეში  საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალქალაქში სახლი გაქურდეს