FM97.5 / LIVE

საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 15.08.2017
ახალციხეში, საბარგო სადგურზე, კანალიზაციის ქსელის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა, თუმცა ჯერ ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყება

საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობისთვის ტენდერი შპს „ვი–აი–პიმ“ მოიგო. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დასახლებაში ქსელის მოსაწყობად ტენდერს 1 076 573 ლარზე აცხადებდა. „ვი–აი–პიმ“ კი 826 403 ლარით გაიმარჯვა.

„თანხა 20 პროცენტზე ნაკლები გვაქვს. ამიტომ ექსპერტიზით თანხის ადექვატურობა, ანუ ის უნდა დადასტურდეს, რომ ამ თანხით სამუშაოების შესრულება შესაძლებელია“, – აცხადებს შპს „ვი–აი–პიში“ შესყიდვების მენეჯერი დავით დანელია.

მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმებამდე სხვა ფორმალური საკითხებიცაა მოსაგვარებელი: „შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გვექნება ასევე დამკვეთთან წარსადგენი“.

დავით დანელია აცხადებს, რომ აგვისტოს ბოლომდე ყველა ეს საკითხი მოგვარდება, ამის შემდეგ ხელშეკრულება გაფორმდება და შესაბამისად, ქსელის მშენებლობა სექტემრიდან დაიწყება.

საბარგო სადგურზე სამშენებლო სამუშაოები, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ხუთ თვეში დასრულდება.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადად კი არანაკლებ 1 წელია მითითებული, თუმცა ეს ვადა საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან აითვლება.

შეგახსენებთ, ახალციხეში, საბარგო სადგურზე მცხოვრებლები წლებია დასახლებაში საკანალიზაციო ქსელი მოწყობას ითხოვენ. მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და ახალციხის შემოსასვლელში თბილისი – ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქ საკანალიზაციო ქსელის მოწყობაზე მთავრობამ გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ მიიღო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

როდის დაიწყება საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა დაიწყო
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა 6 სექტემბრიდან დაიწყება
საბარგოზე საკანალიზაციო ქსელის მშენებელი ტენდერში 10 დღით გვიან გამოვლინდება
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა განახლდა
ახალციხეში, საბარგო სადგურზე  გზის მშენებლობა დაიწყო
საბარგო სადგურზე გზის მოასფალტება იწყება