FM97.5 / LIVE

რა ქონებას ფლობს ავთანდილ გალდავა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 14.08.2017
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსი ავთანდილ გალდავა;

რა ქონებას ფლობს ავთანდილ გალდავა

ბოლო დეკლარაცია ავთანდილ გალდავას 2017 წლის 30 მარტს აქვს შევსებული. იგი სამცხე–ჯავახეთში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნამდე, ვაკე–საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო.

უშუალოდ მის სახელზე, დეკლარაციის მიხედვით, რეგისტრირებული არაფერია. მისი ოჯხის წევრები კი ორ ბინას, ერთ საცხოვრებელ სახლს, ავტოფარეხს, ოთხ მიწის ნაკვეთს და ერთ მსუბუქ ავტომანქანას ფლობენ.

მამის, შალვა გალდავას სახელზეა რეგისტრირებული 65,00 კვ.მ ბინა გლდანში მე-4 მიკრორაიონში; ამავე მისამართზეა 23,59 კვ.მ. ავტოფარეხი; შალვა გალდავა ფლობს 158,00 კვ.მ საცხოვრებელ სახლს სამტრედიაში, სოფელ ღანირში. ამავე სოფელში აქვს მას ოთხი მიწის ნაკვეთი;

მეუღლეს, ელზა ცერცვაძეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროში მთავარი ოფიცერია, 52,00 კვ.მ ბინა აქვს რეგისტრიებული თბილისში ალ.ყაზბეგის გამზირზე. ასევე ფლობს მსუბუქ ავტომანქანას „HYNDAI SONATA“.

2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი 71410,74 ლარია.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ავთანდილ გალდავა დაინიშნა. გალდავა რეგიონში მუშაობას უკვე შეუდგა. მან ამ პოზიციაზე თეიმურაზ კალანდაძე ჩაანაცვლა. კალანდაძე სამცხე–ჯავახეთის რაიონული სამმართველოდან მიმდინარე წლის 2 აგვიტოს, გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს. კალანდაძემ რეგიონში 4 წელი იმუშავა.


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სამი მიწის ნაკვეთი და ერთი ბინა – რა იყიდა კალანდაძემ რეგიონში მუშაობისას
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე თბილისში გადაიყვანეს
რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორი
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი
7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე