FM97.5 / LIVE

25 წელი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან – ახალციხეში გმირები გაიხსენეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2017
ახალციხეში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარდაცვლილები გაიხსენეს და დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

25 წელი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან – ახალციხეში გმირები გაიხსენეს

დღეს, 14 აგვისტოს 25 წელი შესრულდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. ამ დღესთან დაკავშირებით, დილიდან, ახალციხის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები, ახალციხის ცენტრალურ პარკში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბნენ.

ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ გარდაცვლილებისთვის პანაშვიდი გადაიხადა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

როგორც ახალციხის მერმა განაცხადა, მერია, აფხაზეთის კონფლიქტის ექვს მონაწილეს ფულად თანხას გადაურიცხავს, ხუთს – 200, ერთს კი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, 250 ლარის ოდენობით.

ახალციხის მერიას სხვა გეგმაც აქვს.

„ვგეგმავთ ობელისკის გაკეთებას, დაახლოებით 6000 ლარი გვაქვს გათვალისწინებული. უახლოეს საკრებულოს სხდომაზე გავიტანთ ამ თანხას დასამტკიცებლად“, – განაცხადა ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ.

ამ კონფლიქტთან დაკავშირებით გეგმები აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც. გამგებლის ზაზა მელიქიძის განცხადებით, იმ სოფლებში, საიდნაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილები იყვნენ, მათი სახელობის სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს 25 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. საომარი მოქმედებების შედეგად, რომელმაც წელიწადზე მეტხანს გასტანა, არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი და დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ინფორმაციით, 1992–93 წლებში აფხაზეთის ომში რეგიონიდან 800–მდე ადამიანი იბრძოდა. ომში სამცხე–ჯავახეთიდან 16 მებრძოლი გარდაიცვალა. მათ შორის:ოთხი ადიგენის, რვა ახალციხის, ორ–ორი კი ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან იყო. ომში მიღებული ჭრილობების გამო 14 ჯარისკაცი დაინვალიდდა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

25 წელი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან – ახალციხეში გმირები გაიხსენეს

25 წელი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან – ახალციხეში გმირები გაიხსენეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა – ახალციხეში გმირები გაიხსენეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა
როგორ გაიხსენეს სამცხე–ჯავახეთში  სოხუმის დაცემის დღე
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს