FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში 53 წლის მამაკაცს ტრაქტორმა გადაუარა

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 14.08.2017
ნინოწმინდაში, სოფელ კატნატუში, 53 წლის მამაკაცს ტრაქტორმა გადაუარა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ნინოწმინდაში 53 წლის მამაკაცს ტრაქტორმა გადაუარა

ნინოწმინდის რადიო "ნორის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელში გუშინ, 13 აგვისტოს, საღამოს მოხდა. როგორც რადიოს კორესპონდენტი გვიყვება, სოფელში მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ.

ერთი ვერსიით, მამაკაცი მისივე ტრაქტორით მინდორში მუშაობდა, შემდეგ შეისვენა, ტრაქტორიდან დაახლოებით ათიოდე მეტრში წამოწვა და ჩაეძინა. ამ დროს კი ტრაქტორი დაგორდა და გადაუარა.

მეორე ვერსიით, ტრაქტორი მწყობრიდან გამოვიდა, მამაკაცი მის შეკეთებას ცდილობდა, აწვებოდა, რომ დაქოქილიყო და ტრაქტორმა მას ამ დროს გადაუარა.

შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ტრაქტორი კი დაგორდა და ამოტრიალდა.

გარდაცვლილი ამავე სოფლის, კატნატუს მცხოვრებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით იძიებენ (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

[ნინო ნარიმანიშვილი, ნინოწმინდა]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

უდესთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, საქმე გადაკვალიფიცირდა
ნინოწმინდაში, ტყეში, ჩამომხრჩვალი მამაკაცი იპოვეს
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში – გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი
წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხელი მამაკაცი ემსხვერპლა
სოფელ ჭაჭარაქში ავარიას  მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ადიგენში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა