სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

აწყვიტაში გალავნის პროექტი მზადაა, თუმცა სამუშაოები არ განახლებულა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 11.08.2017
ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში ეკლესიის გალავნის პროექტი ეროვნულმა სააგანტომ ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე გადაუგზავნა, თუმცა ტაძრის შემოღობვა ჯერ არ დაწყებულა.

აწყვიტაში  გალავნის პროექტი მზადაა, თუმცა სამუშაოები არ განახლებულა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გალავნის პროექტი მიიღეს, თუმცა ახლა საპატრიარქოს მიმართვას ელიან.

„პროექტი შემოსულია, მაგრამ ახლა მეუფე თეოდორეს მომართვას ველოდებით, რომ ჩვენგან თანხმობა წაიღონ და სამუშაოები განაახლონ“, – გვითხრა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე პაპაშვილმა.

ახალციხისა და ტაო –კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს არ უპასუხა.

მამა აკაკი რევიშვილი კი, რომელიც აწყვიტაში სამშენებლო სამუშაოებს შეწყვეტამდე ხელმძღვანელობდა, ამბობს რომ გალავნის პროექტთან დაკავშირებით ამჯერად ინფორმირებული არაა: „არ ვარ ტაძარში, წასული ვარ, არაფერი ვიცი“, – გვითხრა მან და დაამატა, რომ აქ სამუშაოების განახლების შემდეგ ზედამხედველობას მშენებლობას ისევ თავად გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აწყვიტაში ე.წ. ქუნცის ეკლესიის გალავანს საპატრიარქო ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით აკეთებს. მუშაობის პროცესში აქ სავარაუდოდ შუასაუკუნეების სამარხები გადათხარეს, ძვლები კი ჯერ სატვირთო მანქანაზე შეყარეს, შემდეგ კი ნაგავზე გადაყარეს.

აქ მშენებლობა ეროვნულმა სააგენტომ მას შემდეგ შეაჩერა, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ მომხდარის შესახებ სტატია გამაოქვეყნა.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

08.12.2017 იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა

08.12.2017 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა დასრულდა
აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა სრულდება
აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა ორ კვირაში განახლდება
რა ბედი ელის აწყვიტის ეკლესიის გალავანს
აწყვიტის ეკლესიის გალავნის პროექტში ცვლილებები შევიდა
სააგენტო:  აწყვიტაში სავარაუდოდ შუა საუკუნეების სამარხები გაანადგურეს
აწყვიტაში გადათხრილი  საფლავების  საქმეს  ეროვნული  სააგენტო სწავლობს