FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავში წყლის გადანაწილება დაიწყეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 11.08.2017
ასპინძაში, სოფელ რუსთავში, სოფელში არსებული სასმელი წყლის გადანაწილების მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყეს.

სოფელ რუსთავში წყლის გადანაწილება დაიწყეს

დღეს, 11 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ რუსთავში ის ტერიტორია აზომეს, რომელზეც ახალი წყლის მილები უნდა გაიყვანონ. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საპროექტო სამუშაოები დღესვე დაიწყება.

„ცენტრალური გამანაწილებლიდან, რომელიც ოშორის წყლით მარაგდება, ცალკე მილს გავიყვანთ იმ 12 ოჯახისთვის, რომელსაც წყლის მიწოდება შეუწყდა. წყალგაყვანილობა 1 056 მეტრზე მოეწყობა“, – განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე პაპაშვილმა.

მისივე თქმით, ეს დროებითი პრევენციაა. გაზაფხულიდან სოფელში ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად მასშტაბურ სამუშაოებს დაიწყებს და რუსთავის მოსახლეობას წყლის პრობლემას მოუგვარებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 აგვისტოს, რუსთავის მოსახლეობამ სოფელში სასმელი წყლის დაშრობის გამო, ასპინძის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ წყლის პრობლემის მოგვარებას.

ასპინძის გამგეობაში განაცხადეს, რომ ალტერნატიულ წყაროებზე ზრუნვა რამდენიმე კვირაა დაიწყეს, მას შემდეგ რაც აღნიშნულ 12 ოჯახს წყლის მიწოდება შეუწყდა. მოსახლეობის მხრიდან უყურადღებობაში დადანაშაულება კი უსაფუძვლო ბრალდებაა.

გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის განმარტებით, ადგილობრივების ნაწილი, მათ შორის საკრებულოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ბურჯანაძე–დემოკრატებიდან“, სიტუაციას თავიანთი პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად იყენებენ.

„საწყენია, ისინი, ვინც გუშინ იქ (10 აგვისტოს, ასპინძის გამგეობის წინ გამართულ აქციაზე. ს.კ) ჭკუას გვასწავლიდნენ და გვარიგებდნენ, დღეს აღარ გამოჩენილან. ასპინძის საკრებულოს დეპუტატებმა ჯემალ იაკობიძემ და რამაზ სანდროშვილმა, სამწუხაროდ დღეს არ მოისურვეს ჩვენს გვერდით დგომა, ისინი სოფელს კარგად იცნობენ და უკეთ დაგვაკვალიანებდნენ, მაგრამ არ ეცალათ და არ მოვიდნენ თავიანთი სოფლის პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა აპექსანდრე პაპაშვილმა.

საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ წყლის მილების გასაყვანად ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა თანხას სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ წყლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს პრობლემა აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში მოუგვარდება.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, ასპინძის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა
სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
ერთი კვირაა დაბა ასპინძას სასმელ წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური აწვდის