FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველი სკოლა ჭადრაკის ჩემპიონი გახდა

მთავარისაზოგადოება 17.04.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. გამარჯვება პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა.

ახალციხის პირველი სკოლა ჭადრაკის ჩემპიონი გახდა
ჭადრაკის ჩემპიონატი სკოლებს შორის გუშინ, 16 აპრილს დაიწყო, დღეს კი ფინალური შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატში ექვსი სკოლა მონაწილეობდა. თითოეულმა სკოლამ 4-კაციანი ჯგუფი წარადგინა. ჩემპიონატის ფარგლებში ხუთი 20-წუთიანი ტური გაიმართა. ტურნირი ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში გაიმართა.

გამარჯვება პირველი სკოლის ჯგუფმა მოიპოვა.

”ძალიან მიხარია, რომ ჩემმა სკოლამ გაიმარჯვა. მე პირადად, ერთადერთი გოგონა ვარ ჩემს ჯგუფში, ყველა ტური მოვიგე და ერთი ყაიმით დავამთავრე. ძალიან კარგი და საინტერესო ჰობი მაქვს”,- ამბობს პირველი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლილი ზაზაძე.

მეორე და მესამე ადგილები მე-5 და მე-6 სკოლამ გადაინაწილეს.
ჩემპიონატი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და ხელშეწყობით გაიმართა.

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის კახაბერ კოპაძის თქმით, ჭადრაკის ტურნირი კიდევ იგეგმება: ”გვინდა ჭადრაკის ჩემპიონატი სექტემბერში ღია ცის ქვეშაც გავმართოთ”.

ჩემპიონატის მთვარი მიზანი ქალაქის სკოლებში ჭადრაკის პოპულარიზაცია და ჩემპიონის გამოვლენა იყო. შეჯიბრის მთავარი მსაჯის შაქრო დიდიმამიშვილის თქმით, 20 აპრილს საქართველოს ჩემპიონატზე თბილისში აპირებენ წასვლას. ჩემპიონატზე ორი გუნდი გაემგზავრება.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხის თემში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა
‘მილიონი სვლა’ – ჭადრაკის ონლაინ ჩემპიონატი ახალციხეში
ახალციხეში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის და შაშის ტურნირი მოეწყო
ახალციხის სკოლებს შორის ჭადრაკში პირველი სკოლა ლიდერობს
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი დასრულდა
ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია
'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა