FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.08.2017
ასპინძაში, სოფელ რუსთავის მაცხოვრებლები „მტკვარი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების გამო სასმელი წყლის შეწყვეტას აპროტესტებენ. 100–მდე ადგილობრივი ასპინძის ადმინისტრაციული შენობის წინ ამ წუთებში იკრიბება.

სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
დღეს, 10 აგვისტოს ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია ჯერ სოფელ რუსთავში გამართეს, ახლა კი ასპინძის ადმინისტრაციული შენობის წინ იკრიბებიან.

„გამგებელთან შეხვედრას ვითხოვთ. სოფლის 70% ვეღარ სარგებლობს სასმელი წყლით. ასე მოგვიწევს, რომ ხალხი სოფლიდან გავასახლოთ“, – აცხადებს ასპინძის საკრებულოს დეპუტატი სოფელ რუსთავში ჯემალ იაკობიძე.

მისი თქმით, „მტკვარიჰესის“ ხელმძღვანელობა სოფლის მოსახლეობას დაპირდა, რომ ამ საკითხს შეისწავლიდა, თუმცა ადგილობრივებს ორგანიზაციიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ: „წერილი მოგვივიდა ამ საკითხზე ვმუშაობთო, სამი თვე გავიდა, მაგრამ სოფელში არავინ გამოჩენილა“.

ადგილობრივები პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ასპინძის გამგეობას სთხოვენ: „გამგეობაში გვითხრეს სოფელში არსებული წყალი უნდა გავანაწილოთო, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუნაწილებით, ამ სიცხეებში წყალი საერთოდ არ გვაქვს. ის რაც არის რომ გაანაწილონ, საკმარისი მაინც არ იქნება, ამ პრობლემის გამო კი სოფელში ერთმანეთს ვუპირისპირდებით“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ რუსთავის მოსახლეობას მესამე თვეა სასმელი წყალი არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემა, რომლითაც სოფელი მარაგდებოდა „მტკვარი ჰესის“ მშენებლობისას დაზიანდა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.06.2019 დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

25.06.2019 ადიგენის ცხრა სოფელში ამბულატორია მოეწყობა

25.06.2019 ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის

25.06.2019 26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ასპინძაში საპროტესტო აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ
სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ
სოფელ რუსთავში წყლის გადანაწილება დაიწყეს
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა