სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ბინების ჩაბარებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.08.2017
ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, მათთვის მშენებარე კორპუსში ბინების ჩაბარებას ითხოვენ.

ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ბინების ჩაბარებას ითხოვენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ახალციხეში მშენებარე კორპუსში ბინების ჩაბარებას უკვე მეოთხე წელია უშედეგოდ ელიან, აქ სამუშაოების დასრულებასა და ბინების გადაცემას ითხოვენ.

მათ იმის გამო, რომ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, ვინაობის გამჟღავნება არ სურთ: „გვეშინია, ხმას ვერ ვიღებთ, ბინებთან ერთად შეიძლება სამსახურებიც დავკარგოთ და ოჯახები მშიერი დაგვრჩეს. არ გვინდა პრობლემები შეგვექმნას“.

ერთ–ერთი მათგანი, რომელიც „სამხრეთის კარიბჭეს“ ამ საკითხზე ესაუბრა, ამბობს რომ სესხის რესტრუქტურიზაცია გააკეთა, რადგან თავიდანვე გათვალისწინებულ 220 დოლარს ყოველთვიურად ვერ იხდიდა: „მე სოფელში სახლი მაქვს, იქიდან დავდივარ სამსახურში, ოჯახის გადმოყვანა მინდა ახალციხეში და ველოდები როდის ჩაგვბარდება, მაგრამ მე ბინა მაინც მაქვს, ბევრი ქირით ცხოვრობს და ქირასთან ერთად ამ მშენებარე ბინის სესხსაც იხდის“.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებში ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და მსგავს უწყებებში დასაქმებულებს სახელმწიფო ბინებს ჩუქნის, მათ კი საკუთარს არ უფორმებენ: „სულ რამდენიმე დღის სამუშაოა დარჩენილი, მაგრამ, როგორც ჩანს, დასრულებას არ აპირებენ. უკვე იმედიც აღარ გვაქვს, რომ მაგ ბინებს ჩაგვაბარებენ".

მშენებელ კომპანიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს აღარ პასუხობენ, ამ საკითხზე არც შინაგან საქმეთა სამინსიტროსა და იუსტიციის სამინისტროში აკეთებენ კომენტარს.

შეგახსენებთ, კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108–ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითო თვეში 220 დოლარს იხდის.

სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულება 6 480 000 ლარი შეადგინა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.02.2018 თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს

22.02.2018 სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა

21.02.2018 ‘ტაო’ VS ‘წყალტუბო’ – ახალციხეში რაგბის მატჩი შედგება

21.02.2018 სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები დუმილს არღვევენ
მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ
მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“
ახალციხეში მშენებარე კორპუსში სამუშაოები მარტის ბოლოდან განახლდება
შსს–ს ახალციხეში მშენებარე კორპუსის დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს
დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს
ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’