FM97.5 / LIVE

პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად ახალი რეგულაციები ამოქმედდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 08.08.2017
ახალი რეგულაციების მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან სასაკლაოებზე არაიდენტიფიცირებული საქონელს ვეღარ დაიკვლება; რას გულისხმობს ცხოველთა რეგისტრაციის სისტემა და რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა.

პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად ახალი რეგულაციები ამოქმედდება
2018 წლის 1 იანვრიდან პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად სავალდებულოა, რომ ცხოველი იდენტიფიცირებული იყოს საყურე ნიშნით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელის მეპატრონე პირუტყვს და რძის ნაწარმს ვერ გაყიდის.

ცხოველთა რეგისტრაციის სისტემისა და ახალი რეგულაციის შესახებ, სამცხე-ჯავახეთის ვეტერინარებს, სასაკლაოს მფლობელებსა და ფერმერებს დღეს, 8 აგვისტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესაუბრნენ.

„სასაკლაო ვერ გაუწევს მომსახურებას ისეთ ცხოველს, რომელიც არ არის რეგისტრირებული, ანუ საქონელი ვერ დაიკვლება და შესაბამისად ვერ მიიღებს ფორმა 2–ს . ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პრიდუქცია შევთავაზოთ“, – განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა ჯანდაცვის და პროდუქციის სპეციალისტმა ალექსანდრე ქაშიაშვილმა.

FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმაც წარუდგინეს. მისი მიხედვით, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება ჩვეულებრივ გაგრძელდება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, ასევე შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ უმოკლეს დროში ინფორმაციის მოძიება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, იდენტიფიცირებულია საქონელი, რომელსაც ერთ ან ორივე ყურზე დამაგრებული აქვს შესაბამისი საყურე ნიშანი. (2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლისთვის დასაშვებია ცალი საყურე ნიშანი, ხოლო 2014-დან ორი საყურე). 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებული იყო შვიდ ნიშნა უნიკალური კოდი, ხოლო 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი რვა ნიშნიანი გახდა. საყურე ნიშნები, ერთი მხრივ იძლევა ცხოველთა იდენტიფიკაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, იგი ინახავს ინფორმაციას, საქონლისთვის ჩატარებული ვაქცინაციის შესახებაც.

„ზუსტად გვეცოდინება, რომ ცხოველი სხვადასხვა ინფექციების მიმართ დამუშავებულია, გარდა ამისა მნიშვნელოვანია იურიდიული მხარეც.
ხშირად იკარგება საქონელი, როდესაც მას რეგისტრაციის ნომერი აქვს სამართალდამცავი ორგანოები მოკლე დროში პოულობენ“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი ბესარიონ ლაზარაშვილი.

ალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით, პირუტყვის იდენტიფიკაციისთვის მეპატრონემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართოს. რეგისტრაციის გაკეთება უფასოა.

მისივე განცხადებით სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი წელიწაში ორჯერ დაივლის მის სამოქმედო არეალს და მოინიშნავს თუ რა დაავადებაზეა აცრილი ესა თუ ის პირუტვი, რაზეა ნამკურნალები და ა.შ. ცხოველის შესახებ ინფრომაციის მოძიება კი შესაძლებელი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იქნება.

„ახალი რეგულაციის ამოქმედდების შემდეგ უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს. გვეცოდინება პირუტყვის შესახებ ყველა მონაცემი, შესაბამისად ჯანმრთელ პროდუქტს მივაწოდებთ მოსახლეობას“, – ამბობს ბიზნესოპერატორი ალექსი კაპანაძე, რომელიც საქონლის ხორცით ასპინძის მუნიციპალიტეტს ამარაგებს.

საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთი, რიგით მესამე რეგიონია, სადაც საინფორმაციო შეხვედრები იმართება. ივლისში კახეთსა და ქართლში 8 შეხვედრა ჩატარდა. აგვისტოში კი შეხვედრები, იმერეთში, რაჭასა და სამეგრელოში გაგრძელდება.

NAITS პროექტის განხორციელებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

2019 წლიდან არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძე აღარ გაიყიდება
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ
შვეიცარიის დელეგაციამ ახალციხეში სურსათის სააგენტოს ლაბორატორია დაათვალიერა
სურსათის სააგენტო: ‘თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან’
სად არ უნდა შეიძინოთ ხორცი – სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებს
ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში