FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2017
სამცხე–ჯავახეთში პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, დღეს, ომში გარდაცვლილები გაიხსენეს და მემორიალები ყვავილებით შეამკეს. რეგიონიდან აგვისტოს 5–დღიან ომს 6 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ქალაქი ახალციხე


დღეს, დილით, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში არსებული მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„დღევანდელი დღე ქვეყნის ისტორიაში ტრაგედიაა, შეიწირა ახალგაზრდა ადამიანების, მეომრების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე. რეგიონიდან გვყავს გარდაცვლილი მეომრები და სათანადო პატივს მივაგებთ“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის გუბერნტორმა აკაკი მაჭუტაძემ.

ახალციხიდან ომს უმცროსი სერჟანტი ანზორ გელდიაშვილი ემსხვერპლა. იგი სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა და 2008 წლის 11 აგვისტოს გორში დაიღუპა.

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

ადიგენის მუნიციპალიტეტი


საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს ადიგენის მუნიციპალიტეტში. ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაიმართა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. 2008 წელს რუსეთ- საქართველოს ომში ადიგენიდან 3 ჯარისკაცია გარდაცვლილი - დევი ჩადუნელი, ალექსანდრე ზაზაშვილი და არტემ ბალახაშვილი.

სამივე გმირის სახელი დაბა ადიგენში მინიჭებული აქვთ ქუჩებს, გარდა ამისა ყოველწლიურად ტარდება არტემ ბალახაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობენ.

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას
ფოტო/ინფო: სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ბორჯომის მუნიციპალიტეტი


გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ. მათ დაბა ახალდაბაში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დევი ჩადუნელი წარმოშობით ახალდაბელი იყო, შალვა გაბუნია კი ახალდაბის ხშირი სტუმარი ყოფილა. ამის გამო, მშობლებმა მათი სახელების უკვდავსაყოფად მემორიალი ააგეს ახალდაბის ცენტრში.

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას
ფოტო/ინფო: სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ასპინძის მუნიციპალიტეტი


ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და თანასოფლელები სოფელ მირაშხანში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის ტარიელ ქამაშიძის სახელობის წყაროსთან შეიკრიბნენ, პატივი მიაგეს გმირს და ყვავილებით შეამკეს მემორიალი.

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას

სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას
ფოტო/ინფო: სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია


9 წლის წინანდელ ომს 400-ზე მეტი სამოქალაქო და სამხედრო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, 1 747 კი, მძიმედ დაიჭრა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 170 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

ომის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან


6 ჯარისკაცი ემსხვერპლა ომს სამცხე–ჯავახეთიდან.

ანზორ გელდიაშვილი – ქალაქი ახალციხე;

ტარიელ ქამაშიძე – ასპინძის მუნიციპალიტეტი;

დევი ჩადუნელი – ადიგენის მუნიციპალიტეტი;

ალექსანდრე ზაზაშვილი – ადიგენის მუნიციპალიტეტი;

არტემ ბალახაშვილი –ადიგენის მუნიციპალიტეტი;

თამაზ მელიქიძე – ახალქალაქის მუნიციპალიტეტი.

9 წელი აგვისტოს ომიდან


დღეს ომში გარდაცვლილებს პატივს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიაგებდნენ. დილით სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა თბილისსა და ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობებზე.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

რუსეთთან ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას გმირთა მემორიალთან მიაგეს პატივი მრავალეროვანი სწავლების,"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე ამერიკელმა, ბრიტანელმა, გერმანელმა, თურქმა, სლოვენიელმა, სომეხმა, უკრაინელმა და ქართველმა სამხედროებმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ადიგენის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაეცემათ
ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს [Photo]
ასპინძაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირი გაიხსნეს [Photo]
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს
ასპინძის ხელისუფლებამ პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპული ტარიელ ქამაშიძის  ხსოვნას
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს