FM97.5 / LIVE

უშედეგო ოპტიმიზაცია

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.04.2013
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლაში, რომელიც თმოგვის სკოლასაც აერთიანებს, დეოპტიმიზაციას ითხოვენ.

უშედეგო ოპტიმიზაცია
თმოგვისა და ნაქალაქევის სკოლების შეერთების შემდეგ, პედაგოგები ამბობენ, რომ სკოლას დაფინანსება არ ჰყოფის და ხელფასები დაგვიანებით გაიცემა, ამიტომ სკოლების დეოპტიმიზაცია აუცილებელია.

”არ არის საკმარისი დაფინანსება, დამატებას ყოველთვის გვირიცხავენ, მაგრამ ერთი თვის დაგვიანებით, ამიტომ ხელფასებს ორ თვეში ერთხელ ვიღებთ”, - ამბობს ბიოლოგიის მასწავლებელი ეთერ ჯვარიძე.

სკოლების გაყოფის მომხრეა სკოლის დირექტორი გიორგი კაველიძეც.

”ორი სკოლა ერთის ბიუჯეტით მუშაობს, რაც ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის. ხელფასები შეფერხებით გაიცემა, ვაუჩერული დაფინანსება არ არის საკმარისი და ამიტომ ყოველთვიურად 5000 ლარის დამატებას ვითხოვთ. დამატებითი ხარჯებისთვის მხოლოდ 100 ლარია გამოყოფილი, რაც დენის გადასახადისთვის არის საკმარისი. სკოლას ათასი პრობლემა აქვს, გვჭირდება ხარჯები რემონტისთვის, სასკოლო ინვენტარისთვისაც”, - ამბობს კაველიძე და ამატებს, რომ თუ ამ ეტაპისთვის სკოლების გაყოფა ვერ მოხერხდება, მაშინ დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

ნაქალაქევისა და თმოგვის სკოლები 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისში გაერთიანდა. ოპტიმიზაციის შედეგად თმოგვის სკოლის გაუქმება და მოსწავლეების ნაქალაქევის სკოლაში გადაყვანა იგეგმებოდა. ამ პროცესს მშობლების და პედაგოგების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შედეგად თმოგვის სკოლა გაუქმებას გადაურჩა, თუმცა, ადმინისტრაციულად ნაქალაქევის საჯარო სკოლას დაექვემდებარა.

”ჩვენს გამო ზარალდება ნაქალაქევის სკოლის კოლექტივიც. თანხა, რომელიც სკოლამ სხვადასხვა ხარჯებისთვის უნდა გამოიყენოს, ჩვენი ხელფასისთვის იხარჯება. ხელფასების გარდა ხომ გვჭირდება თანხები ინვენტარისთვის?! წელს ნახმარი მერხები მირაშხანის სკოლამ გვაჩუქა”, - ამბობს დირექტორის მოადგილე მარგარიტა ზაზაძე.

საჯარო სკოლის პედაგოგები განმარტავენ, რომ სკოლის გაუქმება სოფელში მოსახლეობის მიგრაციას გამოიწვევს.
”თმოგვში 80 ოჯახი ცხოვრობს. სკოლის გაუქმების შესახებ რომ გაიგეს, რამდენიმე ოჯახმა სოფლიდან წასვლა გადაწყვიტა. ბავშვების შორ მანძილზე სიარული ყველა მშობლისთვის პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებს სასკოლო ავტობუსი ემსახურება”, - განმარტავს დირექტორის მოადგილე.

ნაქალაქევის საჯარო სკოლაში 165 მოსწავლე სწავლობს, აქედან 24 თმოგვის სკოლაში, ანუ მეორე კორპუსში დადის. სკოლაში 29 მოსწავლეს სიარული ყოველდღე სოფელ ფიადან უხდება. ორივე სოფლიდან მოსწავლეები სასკოლო ავტობუსს დაჰყავს.

უშედეგო ოპტიმიზაცია

საჯარო სკოლის ხალმღძვანელობამ დეოპტიმიზაციის მოთხოვნით წერილი განათლებისა და მეციერების სამინისტროში გაგზავნა.

ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგების მოთხოვნების შესახებ იციან. რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თანხა, რომელიც სკოლას სჭირდება ყოველთვის ირიცხება, თუმცა დაგვიანებით.

”ვაუჩერული თანხა არ ჰყოფნის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ხელფასებს, მაგრამ ჩვენ ვაგზავნით მოთხოვნას დანაკლისზე და მოგვიანებით რიცხავენ კიდეც. მართალია, ხარჯებისთვის 100 ლარია გამოყოფილი, მაგრამ თუ მათ სჭირდებათ საწვავის, ან სასკოლო ინვენტარისთვის თანხა, ანგარიშფაქტურას ვუგზავნით სამინისტროს წერილთან ერთად და ეს თანხაც იგზავნება”, - ამბობს რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი.

იგი მომხრეა სკოლებმა ფუნქციონირება კვლავ დამოუკიდებლად განაგრძონ: ”ფაქტობრივად, თანხა მაინც იგივე იხარჯება, ისევ იმდენი პედაგოგი ასწავლის თმოგვის სკოლაში, რამდენიც ოპტიმიზაციამდე იყო, დირექტორის მაგივრად კი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს”.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის მერობის კანდიდატი სოფელ ფიას, თმოგვის, მირაშხანისა და ნაქალაქევის მოსახლეობას შეხვდა [R]
საჯარო სკოლებს დაფინანსება გაეზარდათ
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
ახალი სასწავლო წელი განახლებულ სკოლაში
ნაქალაქევის სკოლამ დაშავებული მეორეკლასელი სახლში ექიმის დახმარების გარეშე გაუშვა
უფასო წიგნები - შეფასებები ახალციხიდან
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან