სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ასპინძაში დამხრჩვალი მოზარდის მოსაძებნად მყვინთავებს ელოდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 07.08.2017
ასპინძაში, სოფელ ნიჯგორში, მდინარე მტკვარში დამხრჩვალი 12 წლის მოზარდის მოსაძებნად, რამდენიმე საათია მყვინთავების ჯგუფს ელოდებიან. პროტესტის ნიშნად, ადგილობრივებმა სოფელში, ნახევარი საათით, ახალციხე–ახალქალაქის ცენტრალური გზაც გადაკეტეს.

ასპინძაში დამხრჩვალი მოზარდის მოსაძებნად მყვინთავებს ელოდებიან

როგორც გარდაცვლილის ბიძა გვიყვება, შემთხვევა დღეს, დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე მოხდა. მოზარდი სამ მეგობართან მდინარის პირას თამაშობდა, მოულოდნელად, წყლის დიდი ნაკადი მოვარდა და ბავშვი გაიტაცა.

მისივე თქმით, თავად შემთხვევის ადგილზე მომხდარის შემდეგ მივიდა. მომხდარიდან მალევე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, ჯგუფები მალევე მივიდნენ, თუმცა, იმის გამო, რომ წყალი ამ ადგილას ღრმაა, მათ კი საჭირო აღჭურვილობა არ ჰქონდათ, ძებნა ვერ დაიწყეს.

გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ მათ უყურადღებოდ მოექცნენ: "რა არის ასეთი, რომ ორსაათ–ნახევრის გზაა და ხუთ საათზე მეტი გავიდა და მყვინთავები ვერ ჩამოვიდნენ თბილისიდან".

მყვინთავების დაგვიანების გამო ადგილობრივების ნაწილმა სოფელში გზა გადაკეტა.

"ასე ყურადღების მიქცევა გვინდოდა, რომ თვითმფრინავით გამოეგზავნათ მყვინთავები", – გვეუბნება ადგილობრივი ფრიდონ ასპანიძე.

გადაკეტილი გზა პოლიციის თანამშრომლებმა მალევე გახსნეს. ამ დროისათვის მოძრაობა შეფერხებული არ არის.

შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველები ოფიციალურ საუბარს ერიდებიან, თუმცა, ამბობენ, რომ დაზარალებულები უყურადღებოდ არავის დაუტოვებია: "ჩავყვინთეთ, 4–დან 6 მეტრამდე სიმაღლეზე ჩავედით, მაგრამ უფრო ღრმაა და მეტზე ჩასვლა არ შეგვეძლო".

ადგილობრივების თქმით, ამ ადგილას მდინარის სიღრმე 12 მეტრამდე უნდა აღწევდეს.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა სოფელ ნიჯგორში დღეს, 7 აგვისტოს მოხდა. გარდაცვლილი 12 წლის მოზარდია (თავდაპირველ ინფორმაციაში გვითხრეს, რომ იგი 13 წლის იყო). მოზარდის მშობლები თბილისში, ცალ–ცალკე ცხოვრობენ, ბავშვი ამჯერად მამას ჰყავდა სოფელში, ბებიასთან დასასვენებლად ჩამოყვანილი.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ასპინძა]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.02.2018 თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს

22.02.2018 სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა

21.02.2018 ‘ტაო’ VS ‘წყალტუბო’ – ახალციხეში რაგბის მატჩი შედგება

21.02.2018 სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ასპინძაში მყვინთავებმა დამხრჩვალი მოზარდი იპოვეს
თვითმხილველი დამხრჩვალ მოზარდზე: მოულოდნელად მოვარდა წყალი, ვეღარ ვუშველეთ
ასპინძაში 12 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
ახალციხეში, მდინარის ნაპირას 82 წლის მამაკაცი გარდაცვილილი იპოვეს
ავარიის დროს მიმალული მძღოლი შემთხვევის ადგილას დაბრუნდა
10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ვერც მეზობლები ამბობენ
სოფელ აგარაში, მდინარის პირას, ბუჩქნარი იწვის