FM97.5 / LIVE

ასპინძაში 12 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 07.08.2017
ასპინძაში, სოფელ ნიჯგორში, 13 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო, ცხედარი ამ დრომდე არ უნახავთ. ოჯახის ახლობლები ჩივიან, რომ მყვინთავები წყალში ჩასვლას აგვიანებენ და ამბობენ, რომ სოფელში პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.

ასპინძაში 12 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო

მომხდარის შესახებ "სამხრეთის კარიბჭეს" ერთ–ერთმა ადგილობრივმა აცნობა. მისი თქმით, გვამის ძებნის სამუშაოები გვიანდება, რაც ადგილობრივების გაღიზიანებას იწვევს.

როგორც "სამხრეთის კარიბჭემ" გაარკვია, შემთხვევა სოფელში დღეს, 7 აგვისტოს, შუადღეს მოხდა. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის გელა გურგენიძის განმარტებით, 13 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, მდინარეზე თევზაობდა. მისივე თქმით, ადგილზეა სამაშველო სამსახურიც, პოლიციაც და სამუშაოები არ დაგვიანებულა: "უბრალოდ ღრმა წყალია და ელოდებიან მყვინთავს, რომ ჩავიდეს მოსაძებნად".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ მაშველების ორი ჯგუფი შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა, თუმცა, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების ჩართვაა საჭირო. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ მოზარდი ღრმულშია ჩავარდნილი, რომლის სიღრმე 5 მეტრამდეა, ამიტომ, თბილისიდან მყვინთავების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

"მყვინთავების ჯგუფი უკვე გასულია თბილისიდან, მალე ჩავლენ და როგორც კი ჩავლენ, მიუხედავად იმისა, რომ ღამეა, მაშინვე დაიწყება სამძებრო სამუშაოები. ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს", – აცხადებენ უწყებაში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე იმყოფება რეგიონული სამაშველო სამსახურის უფროსიც.

გამგებლის წარმომადგენლის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი წარმოშობით ნიჯგორიდანაა, თუმცა თბილისში ცხოვრობენ და სოფელში ზაფხულში, დასასვენებლად არიან ჩამოსული.

ნიჯგორში უკვე გაემგზავრა "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი. თვალი ადევნეთ ვებს, დაზუსტებულ ინფორმაციას და დეტალებს მოგაწვდით.

[ნინო ნარიმანშვილი, ასპინძა]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში მყვინთავებმა დამხრჩვალი მოზარდი იპოვეს
ასპინძაში დამხრჩვალი მოზარდის მოსაძებნად მყვინთავებს ელოდებიან
მუგარეთში 14 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
თვითმხილველი დამხრჩვალ მოზარდზე: მოულოდნელად მოვარდა წყალი, ვეღარ ვუშველეთ
შესწორება: 22 აგვისტოს  წყალთბილაში ხანძარი არ ყოფილა
ადიგენში 15 წლის მოზარდი გაძარცვეს
შსს: წყალდიდობის შედეგად ადიგენში არავინ დაშავებულა