FM97.5 / LIVE

როგორ მოვიქცეთ სიცხის დროს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს ავრცელებს.

როგორ მოვიქცეთ სიცხის დროს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირაში საქართველოში კიდევ უფრო დაცხება და სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

► შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით - 24C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

► ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).

► დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.

► მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.

► ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

► თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეს.

► ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.

► მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

თავი აარიდეთ სიცხეს

► გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.

► თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად, რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება).

► მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

► მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.

► დარჩით/გაჩერდით ჩრდილში.

► არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.

შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად

► მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.

► ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.

► იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.

► მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.

► საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

დავეხმაროთ სხვებს

► ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან.

► ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც.

► თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე, ყოველდღე.

► თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.

► შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს.

თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ

► მედიკამენტი შეინახეთ 25C-ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)

► თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან იღებთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ შენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:

► თუ თქვენ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.

► თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

► ექიმს მიმართეთ მაშინაც თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.

► თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, რომ ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება,სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები მაღალი ტემპერატურის დროს
რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ზაფხულთან დაკავშირებით
როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან
როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გრიპთან დაკავშირებით
4 ივლისამდე მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება