FM97.5 / LIVE

ახალციხეში ორი დიდი ქართველი – მიხეილ თამარაშვილი და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს [Photos]

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.08.2017
„რომ არა რეზო თაბუკაშვილი, არავინ იცის, როგორი იქნებოდა მიხეილ თამარაშვილის ბედი“, – ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ახალციხეში რეზო თაბუკაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ლიტერატურული სპექტაკლი წარადგინა.

ახალციხეში ორი დიდი ქართველი – მიხეილ თამარაშვილი და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს [Photos]

სპექტაკლი 5 აგვისტოს, ახალციხის ციხის ციტადელში გაიმართა. ხარაგაულის თეატრის დირექტორი და რეჟისორი იზა ვეფხვაძე, მუსიკალური გაფორმებისა და რეზო თაბუკაშვილის ცხოვრების ამსახველი ფოტოკოლაჟის ფონზე, მის ცხოვრებაზე ციტადელში შეკრებილებს ერთი საათისა და 20 წუთის განმავობაში უყვებოდა.

ლიტერატული სპექტაკლი პროექტის „ჩემი საქართველო აქ არის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის ავტორი თავად იზა ვეფხვაძეა. მისი იდეაა, საქართველოს ისტორიულ რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში, დიდი ქართველები გააცოცხლონ. ახალციხემ პროექტის ფარგლებში მესამე სპექტაკლს უმასპინძლა. პირველი სპექტაკლი უფლისციხეში გაიმართა და მერაბ კოსტავას მიეძღვნა, მეორე კი გუდამაყრის ხეობაში, სადაც გოდერძი ჩოხელი გაიხსენეს.

„რეზო თაბუკაშვილის მრავალმხრივ მოღვაწეობაში და მის ღვაწლში, ერთ–ერთი გამორჩეული ღვაწლი გახლავთ მიხეილ თამარაშვილის საქართველოში ჩამოსვენება. ვინაიდან მიხეილ თამარაშვილის სამშობლოა ახალციხე, გადავწყვიტეთ, რომ რეზო თაბუკაშვილის სპექტაკლი ჩაგვეტარებინა აქ და ეს ყოფილყო ორი დიდი ქართველის გახსენების საღამო“, – ამბობს იზა ვეფხვაძე.

„თამარაშვილებს ბევრჯერ გვიოცნებია მიგვეგნო ჩვენი დიდი წინაპრის, მიხეილ თამარაშვილის საფლავისათვის. წლები გადიოდა, ოცნება ოცნებად რჩებოდა, და ეს დიდი ოცნება აგვისრულა დიდმა ქართველმა, დიდმა ერისშვილმა რეზო თაბუკაშვილმა. მან ჩამოასვენა მიხეილ თამარაშვილი და მიაბარა მშობლიურ მიწას. რომ არა რეზო თაბუკაშვილი, მიხეილის ბედი რა იქნებოდა იქ, არავინ იცის. მან მიხეილ თამარაშვილი გადაარჩინა და დაუბრუნა საქართველოს. ჩვენთვის ის უდიდესი პიროვნებაა“, – ამბობს მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი ანზორ თამარაშვილი.

სპექტაკლს ადგილობრივების გარდა, რომელთა შორის, ხელოვანები სჭარბობდნენ, თბილისიდან ჩამოსული 60–მდე ხელოვანი – პოეტი, მწერალი, მხატვარი და ა.შ, სამაჩაბლოდან ჩამოსული ასევე ხელოვანების 30–კაციანი დელეგაცია ესწრებოდა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მიხეილ თამარაშვილის შთამომავლები.

„ძალიან საინტერესო პროექტია და ჩვენ, სამშობლო დაკარგულებს გვაქვს უფლება, რომ ამ პროექტში არ მივიღოთ მონაწილეობა?! რა თქმა უნდა არ გვაქვს“, – ამბობს სამაჩაბლოს დელეგაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, პოეტი ციცინო ბაბუციძე და ამატებს, რომ სამაჩაბლოს დელეგაცია ყველა სპექტაკლს დაესწრება.

იზე ვეფხვაძის თქმით, მომდევნო სპექტაკლები სამაჩაბლოს, კონფლიქტის ზონის მიდებარე სოფლებში, ასევე, ყაზბეგში, მყინვარწერის ძირში გაიმართება: „პროექტისრულიად საქართველოს მოიცავს“.

პროექტს დამფინანსებელი არ ჰყავს. იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ ეს მისი პირადი ინიციატივა და პროექტია და ძირითადად, კერძო შეწირულობებზე არიან დამოკიდებული: „მაგალითად, დღევანდელ დღეს ტრანსპორტირება თბილისიდან მაყურებლის და ხარაგაულიდან თეატრის, უზრუნველყო ცნობილმა საოპერო მომღერალმა, მსოფლიო ბანმა, იტალიაში მოღვაწე მამუკა ლომიძემ. კერძო ინიციატივები ჩნდება რომ ტრანსპორტირება დაფინანსდეს“.

ახალციხეში ორი დიდი ქართველი – მიხეილ თამარაშვილი და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს [Photos]

ახალციხეში ორი დიდი ქართველი – მიხეილ თამარაშვილი და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს [Photos]

ახალციხეში ორი დიდი ქართველი – მიხეილ თამარაშვილი და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს [Photos]

ახალციხეში ორი დიდი ქართველი – მიხეილ თამარაშვილი და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს [Photos]

ახალციხეში ორი დიდი ქართველი – მიხეილ თამარაშვილი და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს [Photos]

ახალციხეში ორი დიდი ქართველი – მიხეილ თამარაშვილი და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს [Photos]



[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს
თბილისში ერთ–ერთ გამზირს მიხეილ თამარაშვილის სახელი მიენიჭა
"მოყვასისათვის შეწირულები" – სპექტაკლი ახალციხეში
თამარაშვილის შთამომავლის სახლში შენახულმა მემორიალურმა დაფამ მუზეუმში გადაინაცვლა
ახალციხეში მიხეილ თამარაშვილის ძეგლს დადგამენ
ახალციხეში თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლს გამართავს
ახალციხეში  ‘ექვთიმე ღვთისკაცის’  ჩვენება გაიმართა