FM97.5 / LIVE

გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.08.2017
საქართველოს, – სამცხე–ჯავახეთისა და სომხეთის, – შირაკის მხარის ტურისტულ ძეგლებს, ერთ წიგნში მოუყარეს თავი. ტურისტული გზამკვლევი სამ – ინგლისურ, ქართულ და სომხურ ენებზეა და დაგეხმარებათ დაგეგმოთ ტურისტული მოგზაურობა მეზობელი ქვეყნების საზღვრისპირა რეგიონებში.

გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი


გზამკვლევი ორი მხრიდან იკითხება. ერთი მხარე სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ ძეგლებსა და ეკლესია–მონასტრებს, ასევე, მუზეუმებს, თეატრებს, სახალხო დღესასწაულებს, აგროტურისტულ მეურნეობებს, ადგილობრივ სამზარეულოს, რეგიონის დაცულ ტერიტორიებსა და კურორტებს ეთმობა.

აქვეა სასარგებლო ინფორმაცია – ოფიციალური დასვენების დღეები; სატელეფონო მომსახურება – ქალაქების კოდები, სხვადასხვა სამსახურების – მათ შორის, სასწრაფო, სახანძრო და პოლიცია, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი – კონტაქტები და სატელეფონო ნომრები; სასტუმროებისა და საოჯახო სახლების საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.

მეორე მხრიდან იგივე ინფორმაცია უკვე სომხეთის, შირაკის მხარეს ეხება. აქ შეხვდებით ქალაქების მარალიკის, გიუმრის, ასევე, რეგიონის სოფლების ისტორიულ ძეგლებს, ეკლესია–მონასტრებს, მუზეუმებს, ტრადიციულ ფესტივალებს, ეროვნულ პარკებს, ნაკრძალებს, ეკო–ტურებს, სპორტულ კურორტებს, აგრო ტურიზმს, საოჯახო სასტუმროებს, აგრო–ტურისტულ მარშრუტებს, სასტუმროებს, რესტორნებს, ბანაკებს და ასევე სასარგებლო ინფორმაციასა და საკონტაქტო მონაცემებს, სხვადასხვა უწყებებისა და დაწესებულებების.

გზამკვლევში ყველა ეს ინფორმაცია სამ: ინგლისურ, ქართულ და სომხურ ენებზეა. ცხადია, თანდართულია, ყველა მასალის შესაბამისი ილუსტრაცია. ნაშრომს თან ორივე რეგიონის ტურისტული რუკაც ერთვის.

ტურისტული გზამკვლევი ევროკავშირის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, "ახალგაზრდა მოგზაურის" ფარგლებში გამოიცა. პროექტს ერთობლივად ახორციელებდნენ საქართველოდან "სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია", სომხეთიდან კი "სათემო განვითარებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრი".

საინტერესოა, რომ ნაშრომზე, კვლიფიციურ ისტორიკოსებთან და ტუროოპერატორებთან ერთად, ქართველი და სომეხი ახალგაზრდები მუშაობდნენ. პროექტის დასაწყისში, ამ ორ, მოსაზღვრე რეგიონში, 22 ქართველი და სომეხი ახალგაზრდა შეარჩიეს. პროექტის განმავლობაში ისინი დადიოდნენ ბანაკებში, რომელთა ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი სომხეთში ეწყობოდა, ეცნობოდნენ ერთმანეთის კულტურას, იძენდნენ ტექნიკურ უნარებს, მაგალითად როგორ შეიძლება დაგეგმო ტური და პარალელურად, აგროვებდნენ მასალებს გზამკვლევისთვის.

"გზამკვლევზე ეტაპობრივად, პროექტის დასაწყისიდანვე ვმუშაობდით. ახალგაზრდები იყვნენ ჩართული ყველაფერში, ცხადია, ისინი ექსპერტებისა და რედაქტორების დახმარებით მუშაობდნენ. საინტერესოა, რომ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც უკვე ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ, აქვთ სხვადასხვა იდეები, რის განხორციელებასაც სამომავლოდ გეგმავენ", – ამბობს პროექტის კოორდინატორი საქართველოში, ორგანიზაციის "სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია" წევრი თამარ კაპანაძე.

ტურისტული გზამკვლევი 1000 ეგზემპლარად გამოიცა, აქედან 500 სამცხე–ჯავახეთში, ამდენივე კი შირაკის მხარეში გავრცლდება. ნაშრომი უფასოდ ვრცელდება. მას მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და ტურისტულ ცენტრებში გაავრცელებენ.

ტურისტული გზამკვლევის პრეზენტაცია დღეს, 4 აგვისტოს შედგა.

გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი

გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი

გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი

გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ქართულ-სომხური საგანმანათლებლო ბანაკი დასრულდა
ახალციხის მერიამ სამცხე–ჯავახეთის შესახებ გზამკვლევი გამოსცა
ახალგაზრდული პროექტი ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით
ქართველმა და სომეხმა ახალგაზრდებმა ისტორიული ძეგლები მოინახულეს
ტურისტული გზამკვლევი, მხოლოდ ქრისტიანული ძეგლებით
გზამკვლევი ახალციხის ისტორიული შენობების შესახებ
მთის კურორტებისთვის ტურისტული გზამკვლევი შეიქმნა