FM97.5 / LIVE

ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხის უნივერსიტეტში

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.04.2013
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ელჩმა მასპინძლებთან ქართულ-ბრიტანული ურთიერთობებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ ისაუბრა

ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხის უნივერსიტეტში

შეხვედრის მთავარი თემა ნიუკასლის უნივერსიტეტისა და ახალციხის უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის განვითარება იყო. დიდი ბრიტანეთის ელჩის დევიდ მორანის თქმით, ნიუკასლში არაჩვეულებრივი უნივერსიტეტია და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტშიც რთულია ნაკლი მოიძებნოს.

- ”ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება. თუმცა, უნივერსიტეტებმა თავად უნდა იზრუნონ, იმაზე თუ როგორი ფორმით იურთიერთონ”, - ამბობს მორანი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების შეკითხვები ძირითადად გაცვლით პროგრამებსა და კულტურულ ურთიერთობებს შეეხო.

- ”ბრიტანეთის საელჩოს ხელოვნების დარგში რამდენიმე პროექტი აქვს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ლონდონში მოცეკვავეთა დასი იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების განვითარებაც. რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, საელჩოს ვებ გვერდიდან მათ შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ”, - აცხადებს მორანი.

დევიდ მორანმა ჟურნალისტებს სამცხე-ჯავახეთში სტუმრების შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებებიც გაუზიარა: ”ძალიან სასიამოვნო ვიზიტი მაქვს თქვენს რეგიონში. აქ კარგი ბუნება და არაჩვეულებრივი ღვინოა”.

მისივე თქმით, საქართველო ასეთი სტუდენტების წყალობით ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი:. ”გაოცებული ვარ სტუდენტებით, ისინი ძალიან ნიჭიერები არიან და არაჩვეულებრივად მსჯელობენ”.

მორანმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა: ”სამწუხაროდ ძალიან ცოტა ხანს მიწევს საქართველოში დარჩენა. ბოლო 3 თვის განმავლობაში მინდა, საქართველოს სხვა რეგიონებსაც ვესტუმრო”.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მორანმა უნივერსიტეტის შენობა დაათვალიერა.

შეგახსენებთ რომ დევიდ მორანი ახალციხეს დღეს დილით ესტუმრა, მან გაცნობითი სახის შეხვედრები არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლებთან გამართა, შემდეგ კი ახალციხის ციხე დაათვალიერა.

[ნინო ზედგინიძე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დევიდ მორანი: ”ახალციხე და ნიუკასლი მეგობარი ქალაქები არიან”
ბრიტანეთის ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობით დაინტერესდა
სამცხე–ჯავახეთს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა
სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში
ბორჯომში დიდი ბრიტანეთის ელჩი იმყოფება
ახალციხეს ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები ესტუმრნენ
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს