FM97.5 / LIVE

"ბორჯომობა–2017" 12 აგვისტოს გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.08.2017
ბორჯომში სახელობითი დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან. ღონისძიების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 450 ლარი დაიხარჯება.

"ბორჯომობა–2017" 12 აგვისტოს გაიმართება
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ბორჯომში 12 აგვისტოს დილიდან კოსტავას სახელობის ბაღში და ცენტრალურ პარკში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. მოეწყობა სოფლის კუთხეების ფანჩატურები, სადაც სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ, ასევე ხალხური რეწვის ოსტატებისა და ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა. ასევე დააჯილდოვებენ საპატიო მოქალაქეებს. დღესასწაული გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

ღონისძიების ცატარებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჯეოტურისტ+" უზრუნველყოფს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 450 ლარი დაიხარჯება.

გთავაზობთ დღის პროგრამას:

მ.კოსტავას სახელობის ბაღი

12:00 საათი – სპორტული შეჯიბრებები;
14:00 საათი – ფოლკლორული კონცერტი;
12:00 საათი – ფაცხების ქალაქი;
14:00 საათი – ქართული ხალხური თამაშები;
12:00 საათი – ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა;
14:00 საათი – ხრიდოლის და ბერიკების შოუ–წარმოდგენები;

ცენტრალური პარკი

16:00 საათი – ფოტოგამოფენა – "თანამედროვე ბორჯომი";
16:00 საათი – ფოტოსესია – ანასტასიას სელფის გაცოცხლება;
16:00 საათი – კვების ქალაქი – საბავშვო კუთხე;
17:00 საათი – ქართული ლუდის ფესტივალი;
16:00–დან 19:00 საათამდე – კონცერტი;
14:00–დან 16:00 საათამდე – ბარაბან–შოუ;
20:00 საათი – გალა კონცერტი (დაჯილდოვება);
22:00 საათი ფოიერვერკი;

გალა კონცერტზე იმღერებენ:დავით გომართელი, მეგი გოგიტიძე და ჯგუფი "არა".

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე
25 აგვისტოს ბორჯომში  სახალხო დღესასწაული 'ბორჯომობა – 2018' გაიმართება
ვინ იმღერებს ‘ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის’ გალა კონცერტზე
"ახალციხელობაზე" გასამართი ღონისძიებების განრიგი
რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს
დღეს ახალციხე სახელობით დღესასწაულს იზეიმებს
26 მაისის ღონისძიებათა განრიგი