FM97.5 / LIVE

ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.08.2017
პროექტ "მრავალფეროვანი საქართველოს" ფარგლებში, ქართველი მწერლები ნინოწმინდის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ მკითხველებთან კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]

შეხვედრა, 2 აგვისტოს, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში გაიმართა. მწერლებმა, ინტერაქციის რეჟიმში, მკითხველთან დიალოგი გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით სომხურ ენაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, ასევე, სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით.

ნაჩვენები იყო ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობების ამსახველი, სხვადასხვა დროს გადაღებული დოკუმენტური მასალა; გაიმართა კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრისა და ასევე, ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით.

ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცა.

სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი "მრავალფეროვანი საქართველო" წელს 22 აპრილს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. "მრავალფეროვანი საქართველოს" ფარგლებში ხორციელდება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში.
ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]

ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]

ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]

ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]

ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]

[sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართველი მწერლები ახალქალაქში შეხვედრას გამართავენ
დისკუსია მწერლებთან, გამოფენები და  პრეზენტაციები – შეხვედრა ახალაქალაქში
ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]
ნინოწმინდას  ქართველი მწერლები ესტუმრებიან
გიორგი კეკელიძე და ლაშა ბაქრაძე ახალციხეს ესტუმრებიან
15–16 მაისს ახალციხეში რუსთაველის დღეები იმართება
შეხვედრა მწერლებთან ნინოწმინდაში