FM97.5 / LIVE

არასამთავრობოების განცხადება საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.08.2017
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში 'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე' პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის მისამართით გამოთქმულ მითითებას ეხმაურებიან.

არასამთავრობოების განცხადება საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით

"პირველ რიგში, გვინდა ხაზი გავუსვათ იმ სამართლებრივ უზუსტობას, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაუშვა. კერძოდ, “საქართველოს საჯარო სამსახურის” ახალი კანონის შესაბამისად, რომელიც 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნებზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, ამ პოზიციაზე დასაქმებული პირები არ ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად. თუმცა, ასეთი შეცდომა ბევრად უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საჯარო სამსახურისთვის, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა აზრის გამოხატვის თვითშეზღუდვა, მათ შორის, პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მიმართებით", – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, საჯარო სამსახურზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის პრობლემა საზოგადოდაა ცნობილი. ეს გამოწვევა მთავრობამაც გააცნობიერა და 2014 წელს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში ასახა, როგორც საჯარო სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. პოლიტიკური ზეგავლენა და წნეხი საჯარო მოხელეთა მოტივაციისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია და ამის მაგალითები საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავლად გვაქვს.

"პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურე „პოლიტიკოსებზე არ საუბრობს“. პირველ რიგში, არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს პოლიტიკოსებზე საუბარს შეუზღუდავდა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ეთიკის სტანდარტების დარღვევაა საჯარო მოსამსახურის მხრიდან პოლიტიკოსებზე საუბარი, რაც აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენაა ეთიკის წესებზე. ეთიკის წესები ემსახურება საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების კეთილსინდისიერად, ანგარიშვალდებულად და ეფექტიანად შესრულების მიზანს და არა პოლიტიკოსების საჯარო მოსამსახურეთა კრიტიკისგან დაცვის მიზანს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეც არის პირი, რომელიც პოლიტიკოსს ირჩევს და სრული უფლება აქვს, მასზე საკუთარი აზრი გააჩნდეს", – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ამ ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საჯარო მოსამსახურეების მიერ, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვა. ასეთ შთაბეჭდილებას, შესაძლოა, აძლიერებდეს ისიც, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როდესაც ესა თუ ის საჯარო მოსამსახურე მათთვის მიუღებელ აზრს გამოთქვამს. ასეთი განცხადებები არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საჯარო სამსახურის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, არამედ საჯარო სამსახურის მეტ პოლიტიზირებას იწვევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საჯარო მოსამსახურეების მისამართით გაკეთებული მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს წინასაარჩევნო პერიოდში.

"გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, საქართველოს კონსტიტუცია და “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონი იცავს საჯარო მოსამსახურის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება. რაც არ გამორიცხავს საჯარო მოსამსახურის ვალდებულებას, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს საჯარო ინტერესისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის პრინციპებით", – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
2. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“;
3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
4. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
5. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
6. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
7. რეგიონის განვითარების ცენტრი;
8. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
9. საქართველოს მედია კლუბი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართვა საჯარო მოხელეებს
ახალციხეში მიმდინარე აქციას ომბუდსმენი ეხმაურება
საჯარო მოხელეთა შესარჩევი ტესტირება გრძელდება
კვირის აქცენტი: საჯარო სამსახურის რეფორმა [Video]
საჯარო სივრცეში, შესაძლოა, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აიკრძალოს
ახალციხის თემის საკრებულოში საჯარო მოხელეთა რანგირების განსაზღვრის მიზნით,  სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
პარლამენტმა ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა