FM97.5 / LIVE

ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი სამოქალაქო დავას დაიწყებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 02.08.2017
ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი საავადმყოფოდან გაწერეს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ დაზარალებულს ქმართან პრეტენზია არ აქვს, თუმცა, თავად ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრალდებულმა საპატიმრო არ დატოვოს. ადვოკატი სამოქალაქო დავის წამოწყებას ფიქრობს.

ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი სამოქალაქო დავას დაიწყებს

ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს ჭრილობები შეუხორცდა და თავს კარგად გრძნობს. იგი მკურნალობას სახლში აგრძელებს.

რაც შეეხება საქმის მსვლელობას, დაზარალებულის ადვოკატი, ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ იურისტი ედვარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ქალს ქმართან პრეტენზია არ აქვს და ეს ფაქტი ნოტარიულად დამოწებულიც არსებობს.

„ჩემთვის მოულოდნელი იყო დაზარალებულის ეს გადაწყვეტილება, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ ბრალდებული არ უნდა დაისაჯოს. ეს შეიძლება მოსამართლემ იმ ნაწილში გამოიყენოს, რომ ბრალდებულს ნაკლებად მკაცრი სასჯელი განუსაზღვროს“,– ამბობს მარიკაშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 31 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ქონებისა და ბავშვების საკითხზე სამოქალაქო დავას წამოიწყებენ: „როგორც ჩემთვის ცნობილია, ბავშვები ყოფილი მეუღლის მშეობლების სახლში იმყოფებიან. მისი გამოჯანმრთელების შემდეგ ვიზრუნებთ, რომ შვილები საცხოვრებლად მასთან გადავიდნენ“.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ახალციხეში 25 ივლისს მოხდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ ყოფილი მეუღლის დედას ლ.რ.-ს, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ო.რ.-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.რ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 27 ივლისს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 118-ე მუხლის ასევე პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი  შვილების დასაბრუნებლად სარჩელს ამზადებს
პროკურატურა ახალციხეში მომხდარზე: მამაკაცმა სიდედრს ზურგზე ელექტროშოკი მიადო, ცოლი კი პისტოლეტით დაჭრა
მამაკაცს, რომელმაც ახალციხეში ცოლი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
იმ მამაკაცის სასმართლო პროცესი, რომელმაც ცოლი დაჭრა და სიდედრი აწამა, ერთი თვით გადაიდო
ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, შვილების დასაბრუნებლად სასამართლო დავაზე უარს ამბობს
ცოლის დაჭრაში ბრალდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა